5 ივლისს ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების გაუქმებისა და კონკრეტული ჯგუფების მიერ ქუჩაზე კონტროლის დამყარების მცდელობა იყო.
ყველაზე აქტიურად და ყველაზე თვალსაჩინოდ ამ მცდელობას დაუპირისპირდა ჯაფარა (და არა სახელმწიფო

).
შედეგად, 6 ივლისს დაორგანიზდა 5 ივლისის ორკების აქციაზე რამდენჯერმე მრავალრიცხოვანი აქცია "თავისუფლებისთვის".
ამ აქციაზე არ იყვნენ მარტო გირჩის მხარდამჭერები, იყვნენ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც, NGO-ებიც და უბრალოდ მოქალაქეებიც, რომლებსაც წინა დღის მოვლენები უბრალოდ დაუშვებლად მიაჩნიათ.
არ აქვს მნიშვნელობა ლგბტ-ებზე რას ფიქრობთ, არ აქვს მნიშვნელობა პრაიდსა და მსგავსი ტიპი მემარცხენე ორგანიზაციებზე რას ფიქრობთ. კონკრეტულ დაჯგუფებებს გაუჩნდათ პრეტენზია, რომ ისინი წარმოადგენენ "ხალხს" და "ქვეყანას"... პრეტენზია, რომ სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ ვის ექნება დემონსტრაციის თავისუფლება და ვის - არა. ყველაზე შემაძრწუნებელი კი აქ ის არის, რომ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ინსტიტუტი - საპატრიარქო ითხოვს საზოგადოების ნაწილისთვის კონსტიტუციური უფლებების ჩამორთმევას, ხოლო მმართველი პარტია მათ ვერ ეწინააღმდეგება (ან სულაც ერთად მოქმედებენ).
ყველაფერი იწყება, შედარებით მარტივად. ჯერ ქუჩაში დემონსტრაციის უფლებას წაართმევენ საზოგადოებაში ყველაზე მარგინალიზებულ ადამიანთა ჯგუფებს, მაგრამ ბოლოს დავამთავრებთ ან როგორც ირანი, ან როგორც ნაცისტური გერმანია.
ამ დაჯგუფებების მთავარი იარაღი არის არა რაოდენობა (რის დაჯერებასაც ცდილობენ ჩვენთვის), არამედ შიში.
შიში, რომ თუ შევეწინააღმდეგებით მათ, ჩვენც გვცემენ.
ამ შიშს არ უპირისპირდება სახელმწიფო, რომლის ვალდებულებაცაა საკუთარი მოქალაქეების დაცვა.
ამ შიშს დაუპირისპირდა 6 ივლისის აქცია.
შესაბამისად ამ დაჯგუფებების მხრიდან მთავარი აგრესიისა და მუქარების ობიექტიც გახდა ჯაფარა და გირჩი (იმის გათვალისწინებითაც, რომ გირჩი ყოველთვის იყო საზოგადოების მხრიდან აგრესიის ობიექტი, დღეს ეს აგრესია არის ბევრად გაზრდილი, ხოლო გირჩის ოფისთან პატრული მორიგეობს). ლოგიკა მარტივია, თუ გატეხავ ადამიანს, რომელიც მათ ყველაზე აქტიურად დაუპირისპირდა, მაშინ ბევრად გამარტივდება დანარჩენი საზოგადოების შეშინებაც.
ამის ფონზე ამ საკითხზე არ აკეთებენ კომენტარს არც NGO-ები (ფერაძე და ბაია პატარაია გირჩს ლანძღავენ, საერთოდ არ იყო მათი დაორგანიზებული აქცია და არაფერს წარმოადგენენო), არც სხვა პარტიები და დიდად არც მედია აქტიურობს ამ საკითხზე (ვისაც პირველებს მოხვდათ ამ ორკებისგან).
ამ პირობებში კი საზოგადოების აქტიურობაა მნიშვნელოვანი. ცვლილებები არ ხდება 1 ღამეში და საჭიროა ამ დაჯგუფებებთან დაპირისპირება დღეს.
გახსოვდეთ, რომ თქვენ ზუსტად იმდენი და იმის უფლებები გაქვთ, რამდენიც ყველაზე მარგინალიზებულ საზოგადოების წევრებს.
ყველას გირჩევთ ზურას ინტერვიუს ნახვას: