არაფერი ისე არ ანადგურებს ადამიანს, როგორც დაცინვა.
ახლა სწორედ განადგურება სჭირდება იმ საშინელ ურჩხულს, რომელიც ქართველი ერის წიაღში ჩაისახა _ შუასაუკუნეობრივ ფანატიკურ ფაშიზმს, ულტრანაციონალიზმს.
ალტ-ინფოს მივადექით და ვბლოკავთ, როგორც სიბნელის და დეზინფორმაციის წყაროს.
ლიბერასტებს ეძახიან ეგენი საზოგადოების საკმაოდ პროგრესულ ნაწილს და მოდი ჩვენც გამოვუძებნოთ დამამცირებელი, აბუჩად ამგდები სახელწოდებები მაგ ბნელ მოძალადეებს, რომ იგრძნონ თავი იმად, რაც არიან და მოკეტონ, დაიშალონ, წავიდნენ სახლებში _ ესაა ქართველი ერის ნამდვილი მოთხოვნა!
ალტ-ინფო რადგან ერქვა მაგათ ერთ-ერთ ბასტიონს, მე გთავაზობთ, ალტრულაილები დავუძახოთ.
"ტრულაილას ფული რად უნდა, ტრულაილა თვითონ ფულია!" _ ამით მივანიშნებთ იმაზე, რომ ფულზე იყიდებიან, ფულის სიხარბით ხვდებიან მანდ.
აქვე გთავაზობთ ერთ გრაფიკულ ნამუშევარს, რომელსაც ფეისბუკში წავაწყდი, ავტორი არ ვიცი, სამწუხაროდ. ძალიან კარგად აშარჟებს ვასაძის "გერბს". ))
ვიცი, შემომივარდებიან ბნელი მართლმადიანი მოჯაჰედები, მარა ფეხები არ მოგვჭამონ, მომავალი ჩვენია, ლიბერალი ილიას სიტყვებით რომ ვთქვა.
მიმაგრებული სურათი
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)