IV საუკუნის დასაწყისში, როცა იმპერატორმა კონსანტინემ გამოსცა მილანის ედიქტი, რითიც დაამთავრა ქრისტიანთა დევნა, შემდეგ მოინდომა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ექცია.
თუმცა კონსტანტინეს უკვე დახვდა დაპირისპირება ეკლესიაში, რის გამოც შეუძლებელი ჩანდა იმპერიის ერთი იდეოლოგიით გაერთიანება...
ეს დაპირისპირება დაიწყო ლიბიელმა მღვდელმა - არიოზმა, თუმცა იგი ცხადია ერთადერთი არ იყო ვინც ამტკიცებდა იმას რომ იესო, ძე ღვთისა არ იყო ღმერთი და თანასწორი მამისა... მისი აზრით იესო იყო პირველი ქმნილება ღვთისა, და იყო დრო როცა ის არ არსებობდა... (არიოზის და მისი მომხრეების აზრით, იესოს ღმერთად გამოცხადება ქრისტიანობას პოლითეიზმად აქცევდა)

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც არიოზმა გააკრიტიკა ალექსანდრე, ალექსანდრიის ეპისკოპოსი რის საპასუხოდ ალექსანდრემ მოიწვია სინოდი და 100 ეპისკოპოსიდან 80-მა დაგმო არიოზის სწავლება... რის შედეგად არიოზი გადაასახლეს და გადასახლებული იგი წერს თავის მეგობარ ევსების, ნიკომედიის ეპისკოპოსს, აღუწერს სიტუაციას და დახმარებას სთხოვს...
ალექსანდრეს გაუგზავნეს არიოზის მომხრე ეპისკოპოსებმა წერილები. ათანასემ(ანაზარბოს ეპისკოპოსმა) მისწერა:
"ნუ ადანაშაულებთ არიოზს და მის მიმდევრებს რომ ამბობენ: 'იყო დრო როცა ღვთის ძე არ არსებობდა.' რადგან მაგალითად ესაია გახდა ამოსის შვილი, და რადგან დაბადებამდე ესაია არ არსებობდა, ესეგი ამოსი იყო ესაიას არსებობამდე, ხოლო ესაია მერე გაჩნდა..."
აქ შეგიძლიათ ნახოთ იმ ეპისკოპოსების ადგილმდებარეობა ვინც არიოზს უჭერდა მხარს:
http://www.fourthcentury.com/notwppages/ar...porters-map.htm , კურსორი მიიტანეთ წერტილთან და აჩვენებს...
ამასობაში კონსტანტინე შეშფოთდა რადგან წერილის მიწერის მერეც კი(სადაც ეუბნებოდა ორივე მხარეს რომ ტყუილად დავობთ-ო) სიტუაცია ვერ განიმუხტა...
ამასობაში ალექსანდრემ მისწერა თავის მომხრე ეპისკოპოსებს არიოზის საწინააღმდეგო წერილები, ასევე ევსები ნიკომედიელმაც(არიოზის მეგობარმა) მისწერა რამოდენიმე ეპისკოპოსს და აცნობა სიტუაციის შესახებ...
ალექსანდრეს მოჰყავდა არგუმენტად ის, რომ:
1. თუ ძე ქმნილებაა, გამოდის იყო დრო როცა მამა ღმერთი მამა არ იყო... რაც ნიშნავს რომ შეცვლილა(რაც ღმერთისთვის შეუძლებელია)...
2. ძეზე წერია ბიბლიაში რომ არის შობილი, რაც ნიშნავს რომ იგი არ არის უბრალოდ ქმნილი, არამედ შობილი მამის ბუნებიდან... (შობა მოხდა დროის გარეთ, ამიტომ შობილი მუდამ არსებობდა)
მეორე საკითხთან დაკავშირებით(და ასევე ამბობს მათ "საყვარელ" ეპიზოდს/არგუმენტს ბიბლიიდან) ევსები ნიკომედიელი წერდა თავის მეგობარ პავლეს, ტირის ეპისკოპოსს:
"როგორც თავად უფალი(იესო) ამბობს: “ღმერთმა თავისი გზების დასაბამად შემქმნა მე მისი საქმეებისათვის, საუკუნეთა უწინარეს დამაფუძნა; დასაბამში დედამიწის შექმნამდე, წყლის წყაროების გამოდინებამდე, მთების დაფუძნებამდე, ყველა ბორცვის უწინარეს მშვა მე” (იგავ. 8, 22-26)...
“...მაგრამ თუ მის შობილად თქმა იმის რაიმე მტკიცებას იძლევა, რომ მამისეული არსიდან გაჩენილს მისგან ბუნების იგივეობაც აქვს; ვიცით, რომ მხოლოდ მის შესახებ არ ამბობს წმ. წერილი შობილად ყოფნას, არამედ მის მიმართ ბუნებით სრულიად არამსგავსებზეც. რადგან ადამიანებზეც ამბობს: “ძენი ვშვი და ავამაღლე, ისინი კი განმიდგნენ” (ეს. 1,3); და ასევე: “მშობელი ღმერთი მიატოვე” (II რჯულ. 32,18). და სხვაგანაც ამბობს: “ვინ არის ცვრის წვეთის მშობელი?” (იობ. 38,28)."
ამ ყველაფრის ფონზე იმპერატორმა გადაწყვიტა ნიკეის კრება მოეწყო, მაგრამ მანამდე მოხდა რამოდენიმე მინიკრება, ერთზე არიოზი დაგმეს, თუმცა არიოზის მომხრეები სხვაგან შეიკრიბეს და ალექსანდრე დაგმეს...
ნიკეის კრებას დაახლოებთ 300 ეპისკოპოსი ესწრებოდა... დაახლოებით 20% ალექსანდრეს სრული მომხრეები იყვნენ... 70%-მდე იყვნენ ე.წ. "ნეიტრალური" ეპისკოპოსები, ხოლო არიოზის მომხრეები 10%-ს შეადგენდნენ...
ზუსტად არავინ იცის რა მოხდა იმ კრებაზე, მხოლოდ წმინდანთა ნაშრომები აღწერენ ამ ისტორიას, მაგრამ ფაქტია კრებამ თითქმის 6 კვირა გასტანა თეოლოგების ერთმანეთთან ჭიდილში...
არიოზის სწავლება ბევრმა დაგმო(მისი უკიდურესობის გამო), ნეიტრალურმა ეპისკოპოსებმაც კი, მაგრამ როცა საქმე კრედოს შექმნაზე მივიდა, მანდ გაიჭედნენ... რადგან ბიბლიაში არსებული ფრაზები შეიძლებოდა ორივენაირად განმარტებულიყო(პირდაპირი მნიშვნელობით კი არიანულადაც კი), რის გამოც წმინდა ათანასემ(რომელიც შემდეგ ალექსანდრიის ეპისკოპოსი გახდა) შესთავაზა ტერმინი "ჰომოუსიოს"(ერთბუნებოვანი/ერთარსი), რომელიც გარდა იმისა რომ არაბიბლიური იყო, საბელიანისტურ(მამა იგივე ძეა) აზრსაც ატარებდა...
მიუხედავად იმისა რომ კრებამ კრედო ცნო, ეპისკოპოსების დიდი ნაწილი მაინც უკმაყოფილო დარჩა ამ ფრაზით, რადგან ათანასეს და ალექსანდრეს მიერ შემოთავაზებულ ტერმინი პოლითეისტურ ან საბელიანისტურ ხასიათს ატარებდა, რამაც გამოიწვია ამ წმინდანის 5-ჯერ გადასახლება და საკვირველად დაძაბული საუკუნე...
კრედოს 2 ეპისკოპოსის გარდა ხელი ყველამ მოაწერა, თუმცა 2-მა მერე აღიარა რომ არ უნდოდათ(ეგენიც გადაასახლეს), ხოლო 14-მა ხელი იმპერატორის შიშით მოაწერეს...
ეს არის წმინდა ათანასე, ვისი ცხოვრების მიხედვითაც მოდის ფრაზა: "Athanasius Contra Mundum"(ათანასე მსოფლიოს წინააღმდეგ)...

ჯერ ეს იყოს, გამოხატეთ თქვენი აზრი და მერე გავაგრძელოთ...
* * *
ევსები კეისარიელის წერილი ალექსანდრეს მიმართ, არიოზის და მისი მომხრების დასაცავად, ნაწყვეტი:
"თქვენ მათ ადანაშაულებთ ამის თქმაში: 'შობილი შობამდე არ არსებობდა'? მე გაოცებული ვიქნებოდი ვინმეს რომ სხვანაირად ეთქვა. რადგან თუ არის მარადიული არსება, აშკარაა რომ რაც არსებობს მისგან წამოვიდა. მაშ თუ მარტო მამა ღმერთი არაა მარადიული და ძეც მარადიულია, მაშინ როგორ შეიძლებოდა ერთ მარადიულ არსებას ეშვა მეორე მარადიული არსება რომელიც უკვე არსებობდა? აქედან გამოდის რომ მაშინ ორივე უნდა იყოს მარადიული(და არც ერთი შობილი)..."
This post has been edited by OtherguyL on 17 Apr 2010, 18:54
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.