გაზეთი "ივერია".
1904 წელი.
_____
"მამა დავითის გორა.
უნდა მოგახსენოთ, აქ ამ ზაფხულს ქალებისა და ვაჟების ჯირითობამ გააჭირა საქმე. ყოველ საღამოობით შეხვდებით ერთ უშველებელ ქალთა და ვაჟთა ნახირს, რომლებიც უმწყემსო თხებივით დახტიან მიუდგომელ ხევ-ხუვებში; როდესაც სიარულით და სირბილით მოიღლებიან, მაშინ კი გორვას დაიწყებენ წყვილ-წყვილნი ერთად და რაღაცა საიდუმლო მუსაიფს შეუდგებიან ხოლმე. ხვევნას, კოცნას და მტლა-მტლუშს ხომ საზღვარი არა აქვს. მერე უცბად მწყრებივით საცაღა მიიმალებიან სიბნელის მეოხებით და აქ ქალი და ვაჟი თავიანთ გულის საიდუმლოებას ერთი მეორეს უზიარებენ.
ჯერ ფუნიკულერი არ ასულა, ასე ხდება და როდესაც გაიმართება, აბა მაშინ ნახეთ, თუ ჩვენმა «ოთხმოცდა ათის წლის ბებიამაც» არ გაინავარდოს."

________________________________________________________________________
პ.ს. - კიდეც კაი ვაჟები ვაჟებთან არ ჯირითობდნენ მაშინ და ქალები ქალებთან თორე რაღას გვიქადაგებდა ალტ ინფო