რა პროგრამას იყენებენ ნაწილების გამყიდველები, იგივე ვინ კოდის ჩაწერით რომ ეძებენ ნაწილებს?
რომ ქონდეს შესაძლებლობა კონკრეტული ნაწილი რა მანქანებზე მიდის.
მაგალითად გაინტერესებს ტოიოტა რავ 4 -ის Stabilizer Bar End Link და გიჩვენებს რომ იგივე ნაწილი ყენდება ფორდ ესქეიპზე, მიტსუბიში ექლიფსზე, მაზდა6-ზე და კიდევ 5-6 მოდელზე.. (რაც სიმართლეა). მიდიხარ დაშლილებში და არჩევანი გიხუთმაგდება. რავ4-ზე ნაწილის მოძებნა არაა პრობლემა ( და არც ლინკს იყიდი დაშლილებში

) და სუპრა თუ გყავს სიტყვაზე ძალიან გაგიადვილებს მსგავსი პროგრამა ან საიტი ალტერნატივის პოვნას. შეიძლება მაგალითად ამ სუპრაზე ჰარიერის უკანა სუპორტი მიდიოდეს და დაშლილებში არავინ იცოდეს ამის შესახებ და სუპრას ხსენებაზე ყველამ ეგრევე უარი გითხრას.