ვიცი რომ ეს თემა პოლიტიკური არაა. მაგრამ მიშველეთ რამე რჩევა მომეცით. რა ვქნა? თავზე ცეცხლი მიკიდია. მართლა მინდა შველა. აქ კიდე იმიტომ ვწერ რომ ბლომად ხალხია, სამართალში კაციშვილი არ ტრიალებს.
მოკლედ ჩემი ისტორია ასეთია რომ 2019 წელს, სექტემბრის ბოლოს საკუთრებაში გამიფორმეს სახლი, ახლად აშენებული. ეგ ბინა მომცეს სხვა ბინის სანაცვლოდ, რომელიც დაანგრიეს. მაშნვე დავიწყე გაყიდვაზე მუშაობა, კაციშვილს არ უთქვია არაფერი.
ახლა გამომიჩნდა კლიენტი. ხო და მითხრეს რომ საშემოსავლო უნდა გადაიხადოო.
გამარკვიეთ რა ხალხო. რა პონტში ვიხდი და რამდენს, ერთმა 20% იო, მეორემ 12 იო. რამდენია სინამდვილეში და რა ვქნა რომ ეგ ავირიდო თავიდან?
მე ეგ ბინა არ მიყიდია. სანაცვლოდ მომცეს. მანამდე საბურთალოზე სპორტის სასახლესთან მქონდა 45 კვადრატული, ხოლო ახლა დადიანზე მაქვს საკუთრებად 68 კვადრატი.
ეგ საშემოსავლო რომ გადავიხადო პრაქტიკულად უსახლკაროდ ვრჩები, იმიტომ რომ სხვა სახლი არ მაქვს, რაც თანხა მრჩება კიდე იმდენად მცირე გამოდის რომ სხვა სახლს ვერ შევწვდები ვერანაირად. ამ მომენტში ისევ ქირას მიხდის მშენებელი. გავყიდი თუ არა იმ ქირას მომენტალურად შემიწყვეტენ. ამ მომენტისთვის უმუშევარი ვარ და ქირასაც ვერ გადავიხდი.
ხო და რა გავაკეთო?
მშენებელთან დადებულ ხელშეკრულებაში წერია რომ მაძლევს 24 000$ ღირებულების საკუთრებას. ახლა ვყიდი 52 ად

ხო და მაგის გინდაც 12% რომ ჩამომაკლონ სხვა ბინას ვეღარანაირად ვეღარ შევწვდები

...
მირჩიეთ რა ვქნა თორე ისტერიკა მაქვს უკვე.
არ წამიშალოთ რა თემა მოდერატორებო, იქნებ რამე ხეირიანი მირჩიონ