რა მაგარი ქვეყანაა, 65 მილიონი რო გაქვს მოპარული, ქოცების დეპუტატი რო ხარ და თან სულიერებაზე რო გველაპარაკები
http://liberali.ge/news/view/33875/deputat...langvas-edavebaსაქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის მამის კომპანიას პროკურატურა 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.
როგორც „ლიბერალს" პროკურატურაში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო და ამ დრომდე სასამართლოში არსებითი განხილვა არ დასრულებულა. საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი ბოლო სხდომა ამ საქმეზე 2018 წლის იანვარში გაიმართა. საქმის მოსამართლე ლელა ნოზაძეა.
2013 წლის 17 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და კომპანიის სამი დირექტორი დააკავეს (ერთ-ერთი დირექტორი წილოსანის მეუღლე ვლადიმერ აბულაძეა).
ასევე დააკავეს საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი ირაკლი ეზუგბაია, მისი მოადგილე და გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
სასამართლომ 2013 წელს არ დააკმყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების თაობაზე და დაკავებულები ბრალდებულის სახით გირაოთი გათავისუფლდნენ (მათ შორის წილოსანის მამა და მეუღლე).
სასამართლომ პატიმრობა მხოლოდ რკინიგზის ყოფილ დირექტორს, ირაკლი ეზუგბაიას შეუფარდა, რომელიც დაკითხვაზე არ გამოცხადებულა, რადგან საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს რკინიგზასა და ვაგონმშენებელ კომპანიას შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის, ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 ათასი აშშ დოლარი დააფიქსირა მაშინ, როცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო". ამ ქმედებით საქართველოს რკინიგზას 65 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.
სისხლის სამართლის საქმე კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.