#58141267 · 16 Jul 2021, 17:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის ნამდვილი ჭიდილი გაიმართა. საბოლოოდ, გამარჯვებულის ბედი საზღვარგარეთიდან მიღებულმა საარჩევნო ხმებმა გადაწყვიტა. გამარჯვება წილად ერგო ბულგარელი მომღერლისა და შოუმენის, სლავი ტრიფონოვის პარტიას "არის ასეთი ხალხი" (ITN), რომელმაც ხმების 24,8%-ის მიღება მოახერხა. ტრიფონოვს ბოლო 30 წელია ბულგარელები, როგორც გასართობი შოუს წამყვანს და მომღერალს ისე იცნობდნენ, დღეს კი პოლიტიკოსად - პრემიერ-მინისტრად მოევლინა ქვეყანას. მისი ხედვები ნაციონალიზმის და პოპულიზმის ნარევს წარმოადგენს.
მეორე ადგილზე პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის პარტია, GERB გავიდა, 23,5%-ით. ბორისოვი ბულგარულ პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ დიდი გავლენით გამოირჩევა, წლებია პოლიტიკაშია, მაგრამ ამან გამარჯვება ვერ მოაპოვებინა. რამდენიმე ხნის წინ მის წინააღმდეგ ბულგარელები გამალებით აწყობდნენ მრავალათასიან ანტისამთავრობო აქციებს და მის გადადგომას მოითხოვდნენ, მიზეზად კი მის ოლიგარქებთან სიახლოვესა და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას ასახელებდნენ. ბოროსოვმა აქციის მონაწილეებს გარე ძალებისგან (მაფიისგან) მართული უწოდა, თუმცა მაინც გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუხდა. მაშინ ბორისოვს ევროკავშირმაც დაუქნია თითი, ხალხის ხმას მოუსმინე და პრესის თავისუფლებას ნუ ზღუდავო.
გამარჯვებული პარტიის ხელმძღვანრლმა, ტრიფონოვმა არჩევნებს ბულგარეთის ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული უწოდა. ხოლო იმის ხსენებაზე, რომ მას პოლიტიკაში გამოცდილება ნაკლებად აქვს და მსახიობის/მომღერლის პროფესიით ქვეყანას როგორ უნდა წარუძღვეს, ტრიფონოვმა ჟურნალისტს მიუგო, რომ მას ძალაუფლება არ აინტერესებს, განსხვავებით ზელენსკისგან, რომელმაც იგივე გზა გაიარა - ხელოვნებიდან პოლიტიკამდე, ჩემი მთავარი ინტერესი სისტემის შეცვლა და სამართლიანობის აღდგენააო.
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|