ალტინფოელების უკიდეგანო ერუდიციაში დავრწმუნდებით თუკი მათ უკან დაფაზე ფორმულებს შევხედავთ.
ვნახოთ აბა ვინ რამდენ ფორმულას ამოიცნობს. მე დავიწყებ, თუ შეამჩნევთ რამე საინტერესო ფორმულას რომელიც მე გამომრჩა, დაამატეთ.
1. ნიუტონის მეორე და მესამე კანონები
2. შრედინგერის განტოლება
3. სხვადსხვა რელატივისტური ფორმულები
4. მსოფლიო მიზიდულობის კანონი (ეს ორჯერაა რატომღაც)
5. სხვადასხვა ქიმიური რეაქციები
6. ფიბონაჩის სერიის ფორმულა
7. ოქროს კვეთის დიაგრამა
8. ბლექ-შოლსის ფორმულა :|
9. ტალღური განტოლება
10. მაქსველის განტოლებები
11. სხვადასხვა ტრიგონომეტრიული ფორმულები
12. ორობითში ჩაწერილი რიცხვები
13. პითაგორას თეორემა
14. ინტეგრალი
15. მარტივი გეომეტრიული ფორმულები (წრის და კვადრატის პერიმეტრი და ფართობი)
16. გაუსის განაწილება
17. თერმოდინამიკის მეორე კანონი
18. წრფივი ფუნქციის გრაფიკში რამე აზრი დევს თუ უბრალოდ გრაფიკია არ ვიცი
19. პერიოდულ გრაფიკშიც რამე აზრია თუ ცუდად დახატული კოსინუსის გრაფიკია ეგეც ვერ მივხვდი
20. ლეონარდოს და მიქელანჯელოს ნამუშევრები
აინშტაინის განტოლება ვერ შევამჩნიე. როგორ გამორჩათ, ეფექტურად გამოჩნდებოდა. რამდენიმე ფორმულა იყო კიდე, რომლებიც სერიოზულ ფორმულებს გავდნენ, მაგრამ ან ვერ გავარჩიე, ან ვერაფერს მივამსგავსე. თუ თქვენ იცნობთ, დაწერეთ.
This post has been edited by vid on 13 Jul 2021, 00:32