თქვენ უნდა იყოთ სრულწლოვანი, კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობდეთ საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში; დადგენილ ფარგლებში ფლობდეთ სახელმწიფო ენას, იცოდეთ საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლები. საქართველოში გქონდეთ სამუშაო ადგილი, ან/და უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდეთ სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობდეთ წილს ან აქციებს.
მოქალაქეობის საკითხთა კომისია აფასებს ცოდნის დონის შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითად საფუძვლებში.
მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების საკითხის განსახილველად მიმართეთ იუსტიციის სახლს.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.
https://sda.gov.ge/?page_id=5123 This post has been edited by Lekso-Dav on 13 Aug 2021, 01:47