#58149306 · 19 Jul 2021, 11:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინდელ სხდომაზე დარბაზის წინაშე მდგარ შინაგან საქმეთა მინისტრის გულში რა ცეცხლიც ტრიალებდა ადვილი წარმოსადგენია. ქვეყანაში უმძიმეს კრიმინალურ ვითარებაში მყოფი ქვეყნის შსს მინისტრს უნდა ეპასუხა უმძიმეს შეკითხვებზე. და აი,ამ სავალალო მდგომარეო მყოფს მხსნელად მოევლინა ისინი,ვის წინაშეც თავი უნდა ემართლებინა. სხდომა ჩაიშალა.კითხვები,რომელიც მოსახლეობას აწუხებდა დაუსმელი და პასუხგაუცემელი დარჩა. რა ჰქვია ამას? გასაგებია,რომ მომხდარს გაპროტესტება უნდოდა,მაგრამ ხომ საკითხავია რა ფასად? მე პირადად მაქვს მქონდეს ეჭვი,რომ ყველაფერი დადგმული სცენარით წარიმართა. ბოკუჩავები მკერდით გადაეფარნენ მინისტრს. პოლიტიკოსი თუ ხარ თავი უნდა შეიკავო ასეთი ექსცესებისაგან და გამოიჩინო პოლიტიკოსის აზროვნება. ვის წისქვილზე დაასხეს წყალი? ხალხისაზე რომ არა-ეს ცხადია. მინისტრს მეორედ აღარ დაიბარებენ!! თუ გინდოდათ აქ არ იყო?
This post has been edited by vaxo55 on 19 Jul 2021, 11:27
|