ამერიკის ხმი მიერ მომზადებული ვიდეო.
ვიდეოს ვეღარ ვსვამ. ეს ლინკი ნახეთ
https://www.facebook.com/watch/?v=115876993997092მხლე ჟურნალიუგებსი გამო (არასწორი თარგმანი) ტყულად ვაგინეთ ჩვენს ბუნჩულა ბიჭს <3
* * *
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტებმა პეტრას ციხე-სიმაგრეში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. ღონისძიებას ესწრებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის პრეზიდენტების დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრების მიზანი აერთიანებს.
„ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სუვერენულ არჩევანზე ვერცერთი მესამე მხარე გავლენას ვერ მოახდენს. ევროკავშირთან ურთიერთობაში ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი ხალხების ძლიერი სურვილი გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი და ერთად ვართ ჩვენს მისწრაფებაში - ვიმუშაოთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის, რომელიც ევროკავშირში ჩვენი სამი ქვეყნის მომავალ წევრობას გაუხსნის გზას“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.ბათუმში 19 ივლისს მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გარდა, კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
This post has been edited by jangula on 19 Jul 2021, 23:02