ვინ იქნება ნატოს ახალი გენერალური მდივანი
262
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეებმა აქტიურად დაიწყეს კონსულტაციები, თუ ვინ შეცვლის ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელიც ამ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს და მისი უფლებამოსილების ვადა 2022 წელს იწურება.
იუწყებიან, რომ სტოლტენბერგის მემკვიდრე ნატო-ს ლიდერების სამიტზე მადრიდში, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში იქნება წარმოდგენილი.
მომავალი გენერალური მდივნის არჩევის საკითხი ფართო განსჯის საგანია არამხოლოდ ბრიუსელში, არამედ მოკავშირეთა დედაქალაქებში. ზოგიერთი ოფიციალური პირის, დიპლომატისა თუ ანალიტიკოსის აზრით, დროა, 72 წლის შემდეგ, ალიანსმა თავის უმაღლეს სამოქალაქო თანამდებობაზე პირველი ქალი წარადგინოს.
არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთთან დაპირისპირების ფონზე, აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლის არჩევა მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მოსკოვისთვის.
Politico-ს ინფორმაციით, ახალი გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლოა სამი ყოფილი და მოქმედი ქალი ლიდერი განიხილონ - ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.


ჩემი ხმა მაინც კერსტი კალიულაიდისს
ღმერთმა ქნას ახალმა გენმდივანმა საქართველო ნატოში მიიღოს
პრიბალტიკელებს უფრო კარგად და ღრმად ესმისთ რომ პოსტსაბჭოთა საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღება სამუდამოდ დაასამარებს პუტინხუილოს ოცნებებს ერთიანი პოსტსაბჭოთა სივრცის შექმნაზე
This post has been edited by kardinali100 on 19 Jul 2021, 21:22
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)