#58136783 · 15 Jul 2021, 14:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ გირჩევ. 2016 გაზაფხულზე ვიყიდე მაგათთან ეგ ჯენერალები 215 * 65 * 16 ზომის და 1 წელიწადში ხმა აიკიდა ერთმა. ჯერ საკისარის ბრალი მეგონა და ხელოსანმა საბურავიაო. წინები უკან დამიყენა, უკანები წინ და ბანზე 110 ის მაღლა რომ მივდიოდი, საჭეს მართმევდა ხელიდან. ერთს დაემართა თან. ახლები იყო და გადასაყრელადაც ვერ გავიმეტე. მიყენია უკან და ღუღუნებს. გამრუდდა და არ სწორდება. სად და ვისთან არ მივიტანე ვულკანიზაციაში, ვერაფერს შვრებიან. ზამთრისები ცალკე მაქვს ტოიოსი. ხომ ამბობენ რომ ზამთრისები ხმაურიანიაო. ჯენერალებს რომ ვაყენებ აპრილიდან, ისეთი ხმაურიანებია, სანამ ქუთაისში ჩავალ და ჩამოვალ, თავი მტკივდება ხოლმე. მათ ხმაურს ყველა აღნიშნავს ხოლმე, ვინც მიჯდება მანქანაში. მომავალი წლიდან მაგათ აღარ დავაყენებ, უნდა გადავყარო.
|