#58154132 · 20 Jul 2021, 18:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო, ერთი საჭირბოროტო საკითხი მინდა წამოვჭრა ახლა ვაკვირდები სიტუაციას და რაღაც მოძრაობაა გასაკეთებელი.
ფეისბუქზე მომრავლდა ანტივაქსერული პოსტები, თანდართული აქვს ბერი გაბრიელის ქადაგებები, წინასწარმეტყველებები (მეტი დამაჯერებლობისთვის), ეს ხალხიც დგას და ამინ, ამინს უწერს. ჩემს მეგობრებშიც არიან ასეთი ადამიანები.
ხოდა როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ სიბნელეს? ხალხი იხოცება მამაძალი ყველას შეგვეხო ასე თუ ისე, ავად თუ კარგად. იმას არ ვამბობ ხალხი არ იცრებაო არის ამის სურვილი და ხალხიც მიდის ასაცრელად მაგრამ ამ ვითომ მართმადიანული სიგიჟეების გავრცელება რას ემსახურება?
როგორ ფიქრობთ საპატრიარქომ არ უნდა მოუწოდოს მრევლს რომ აიცრან? (არის ცალკეული მღვდლები მოწოდებები, მაგრამ როგორც ვიცი საპატრიარქო ამაზე ოფიციალურად არაფერს ამბობს, დუმს) დამეთანხმებით პატრიარქის ქადაგება არსებითად გაზრდის ვაქცინირების მსურველთა რაოდენობას.
გასაგებია რომ ვაქცინის დეფიციტიც იყო მაგრამ ხომ გვარდება ეს პრობლემა. ანტივაქსერებს რა ვუყოთ?
--------------------
მეფე შიშველია!
|