#58156626 · 21 Jul 2021, 14:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვგონებ, ფორუმზე იქნებიან სოციოლოგები, ფსიქოლოგები (შესაძლოა ფსიქიატრის ჩარევაც გახდეს საჭირო). საინტერესო იქნებოდა მათი ხედვა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძებნა მომხდარ ფაქტებსა და ორკებს შორის. დგინდება გარკვეული კანონზომიერებები მოძალადე ჯგუფებსა, სასულიერო პირებსა, მათ სოციალურ სტატუსებსა და კრიმინალურ წარსულს შორის. აი, რას წერს რადიო თავისუფლება ამაზე:
QUOTE | "5 ივლისს დაკავებულ პირთა უმეტესობა ამბობს, რომ პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაში მოძღვრის, პატრიარქის ან ეპისკოპოსის კურთხევით მონაწილეობდა. მათი დიდი ნაწილი უმუშევარი ან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეა, რამდენიმე რეგიონიდან ჩამოვიდა თბილისში აქციაში მონაწილეობის მისაღებად, დაკავებულთაგან ორი წარსულში ნასამართლევია." |
როგორ ფიქრობთ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც გულწრფელად წამს ღმერთის, არის შემწყნარებელი სხვისი აზრის, ცხოვრების წესის თუ აღმსარებლობის მიმართ, ასე იძალადებდა ადამიანებზე? 50 კაცის მიერ ერთის ცემა და ა. შ. ჩემ აზრით აქ LGBTQ+ არაფერს შუაშია, მგონია, რომ პრობლემა გაცილეთ ღრმაა და მენტალურ თუ ფსიქიკურ შრეებშია საკვლევი. ცხადია, განათლების სიმწირე და სიმეჩხრე პირდაპირ დაღს გვასვამს ამ კუთხით... This post has been edited by Krusty_the_Clown on 21 Jul 2021, 14:20
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|