ბოდიშით მეორე თემას რომ ვხსნი, მაგრამ ეს თემა გამოკითხვის გაგრძელებაა (
საქართველოს მოსახლეობის რამდენი %-ია),
რომელიც დღეს გავხსენი და რომლის შედეგებიც დაახლოებით ასეთია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფორუმზე გამოკითხვებში სულ ოპოზიცია იგებსო, ჰოდა არ მგონია ამ გამოკითხვის შედეგები ოპოზიციურად გამწყობილი ხალხისთვისაც კი სადაო იყოს.. მითუმეტეს რომ ქუჩაში ისედაც ცხადია რა განწყობაა ხალხის უმეტესობაში პრაიდთან დაკავშირებით.
მაშ ასე, მოცემულობა #1:
უმეტესობამ იცის, ხედავს და ხვდება რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ არის განწყობილი. რომ მოწინააღმდეგეთა პროცენტული რაოდენობა კინაღამ 80 – 90%-ს ფარგლებშია.
აქ საკვანძო სიტყვა ის კიარაა რომ უმეტესობა წინააღმდეგია, არამედ საკვანძო სიტყვაა რომ - უმეტესობამ იცის, ხედავს და ხვდება რომ ეს ასეა.
მოცემულობა #2:
საქართველოში ლგბტ პრაიდი არ ჩატარებულა ქრისტეს შობიდან 2021 წლის განმავლბაში არცერთხელ. ანუ, თუ დავუშვებთ რომ საქართველოს მაინცდამაინც უწერია რომ აქ როდისმე პრაიდის ჩატარებას დაუშვებს ხალხი, იმას მაინც ვერავინ ვერ იტყვის რომ, ეს თუ არ მოხდებოდა კონკრეტულად წელს, 2021-ში, მაშინ ან ერი დაიღუპებოდა, ან ევროკავშირში ან ნატოში არ მიგვიღებდნენ, ან რამე ხელშეკრულება ჩაიშლებოდა, ან რამე უბედურება მოხდებოდა.
ანუ თუნდაც თუ დავუშვებთ რომ საქართველოს მაინცდამაინც უწერია რომ აქ როდისმე პრაიდის ჩატარებას დაუშვებს ხალხი, ეს შეძლება ყოფილიყო 2022, ან 2023 ან რომელიღაცა მომდევნო წელი, და არა მაინცდამაინც წლევანდელი წელი.
(ეს იმ ვაი არგუმენტის საწინააღმდეგოდ რომ ვითომ „პრინციპის სააკითხია“)
მოცემულობა #3:
ცხრა წელია ოპოზიცია ხალხის მობილიზაციას ვერ ახერხებს, და თუ ვინმე მხარს უჭერს, მხოლოდ იმიტომ რომ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა ქოცების ქვეშ, და ხალხს ხელისუფლების შეცვლა უნდა, და ამ მხარდამჭერების განწყობაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის ოპოზიციის რამე გეგმიურ ან გონივრულ მოქმედებას ამ ცხრა წლის განმავლობაში. უბრალოდ ხალხს მეტი გამოსავალი (ე.წ. მესამე ძალა) არ გაეჩითა და მხოლოდ ამიტომ უჭერს მხარს ოპოზიციას.
ჰოდა, არჩევნების წელს, თან ასეთი საკვანძო არჩევნების წელს, როცა არჩევნებამდე ორი თვით ადრე ოპოზიცია ერთვება ლგბტ პრაიდისთვის ომში, ომში რომელშიც თავად ლგბტ ორგანიზატორებს არ მიუღიათ მემგონი მომაწილეობა, ომში რომელშიც „რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკეები“ რომ გახდნენ, და რომელშიც ლგბტ ორგანიზატორებზე უფრო მეტად რომ გამოიდეს თავი პრაიდის თემაზე, და მოსახლეობის უმეტესობა რომ გადაიკიდეს... ვის თამაშს თამაშობს ოპოზიცია?!
ფეიბუქზე რომ ფრენდების პოსტები აჭრელებულია ოპოზიციის გინებით, იმ ფრენდებით რომლებიც თვალზე დასანახად ვერ იტანდნენ ქოცებს, და რომლებზეც ვერავინ ვერ იტყვის რომ ბოტები არიანო, ამ ხალხის გადაკიდება ვინ დაგეგმა არჩევნებამდე ორი თვით ადრე?!
ვიღაცამ ხომ დაგეგმა რომ ამ აქციაში ლგბტ ორგანიზატორებზე უფრო მეტი ტვირთი უნდა ვიტვირთოთო, ოპოზიციის თავზე მივიღოთ მთელი დარტყმა, და ოპოზიციის თავზე მივიღოთ პრაიდის წინააღმდეგ განწყობილი მთელი საქართველოს მოქალაქეების რისხვაო?!
ამ კითვის მეორე, უფრო გამარტივებული ვერსიაა - ვინ თქვა პირველად ლგბტ პრაიდის ორგანიზება ჩვენი გეგმის ქვაკუთხედი უნდა იყოსო?! საარჩევნო წელსო! არჩევნებამდე 2 თვით ადრეო! როცა მოსახლეობის 80-90 %-ის ყველაზე დიდი გამაღიზიანებელი თემა სწორედ პრაიდის თემააო! აღარაფერს ვამბობ ეკლესიის გინებაზე რომელიც ასევე პიკზე გაიყვანეს არჩევნებამდე ორი თვით ადრე.
ვიღაცამ ხომ თქვა?!
გაიხსენეთ... და, თუ ვინმე კონკრეტულმა ძალამ გირჩიათ, გაიაზრეთ რომ ვინც ეს მრჩეველი ან ვინც თქვა ვიღაცის თამაშს თამაშობს!
და, თუ ოპოზიციაში ყველამ ერთად თქვით, მაშინ კითხვა მაქვს ფორუმელებთან - ვის თამაშს თამაშობს ოპოზიცია?!
მართლა ეს კითხვა მაქვს!
და დარწმუნებული ვარ რომ არამარტო მე.
This post has been edited by picpic on 21 Jul 2021, 00:54