#58164185 · 23 Jul 2021, 17:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ადამიანი რომელიც შიშს აბრალებს თავის წარუმატებლომას რამდენად ადეკვატურია? ეს შეიძლება თუ არა რომ ატორმუზებდეს ადამაინს ცხოვრებისეულ წინსვლაში |
სრულიად ადეკვატურია. ცვლილებები, ხშირად, კომფორტის ზონიდან გამოსვლას მოსდევს, შიში კი მაგ ზონაში მუდმივად ტოვებს, განვითარების საშუალებას არ აძლევს. მაგას მოყვება საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა, დეპრესია, რაც თავის მხრივ უფრო მეტად მხდალს ხდის ადამიანს. ეგაა მოჯადოებული წრე, რომელიც საკუთარ თავზე მტკვივნეული ძალდატანებით უნდა გაირღვეს.
QUOTE | მშიშარა ადამიანი მიაღწევს რაიმეს ცხოვრებაში ან შეცვლის ამ თვისებას რაღაც დოზით მაინც? |
უშიშარი ადამიანი სინამდვილეში არ არსებობს. უშიშარია ის, ვინც შიშის დაძლევა ისწავლა. მაგის სწავლა კი სავსებით შესაძლებელია. მთავარია მონდომება და პრაქტიკა და ყველაფერი გამოვა.
უბრალოდ, ადამიანმა ჯერ უნდა გაითავისოს რისი ეშინია, წარმოიდგინოს მოვლენების ყველაზე უარესი სცენარით განვითარება და შეურიგდეს მაგ სცენარს. მერე უკვე თავს ძალა დაატანოს და იმოქმედოს. შედეგი, როგორც წესი, გაცილებით უკეთესია ხოლმე, ვიდრე წინასწარ წარმოდგენისას როცა მარტო ბაბანებ )) ზოგჯერ ისეთ წარმატებასაც აღწევ, რასაც ვერაფრით წარმოიდგენდი და ერთი-ათად გემატება თავდაჯერება. როცა ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ გაივლი მაგ რთულ პროცესს, მიხვდები რომ საერთოდ აღარ გეშინია, პირიქით იქით მასხრად იგდებ მაგ შიშს.
ოღონდ პირველ ცდებზე ფიზიკურად ცუდად შეიძლება იგრძნოს თავი, ორგანიზმს სჩვევია ზოგჯერ სიმულაცია და მაგას არ უნდა აყვეს, ბოლომდე უნდა მიაწვეს. ზოგჯერ მაგან თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება იცის, თავს ძალიან ცუდდ გრძნობ, ეგრე გგონია შეიძლება გული წაგივიდეს და სადმე დაეცე, მარა არაფერიც არ ხდება. მაგ დროს კიბეზეც შემშინებია ასვლა, უცებ მანდვე არ დავკარგო გონი, არ დავგორდე და სასაცილო მდგომარეობაში არ ჩავვარდე-თქო, მაგრამ არაფერიც არ მომხდარა, გარდა იმისა რომ ძალიან ძლიერი გამოვედი მაქედან.
This post has been edited by Seek_er on 23 Jul 2021, 17:43
|