ბახმარო არ მომეწონა, ირგვლივ მთებია და შუაში ჩავარდნილი ადგილი ანუ სიგრილით და ხედებით ტკბები მაგრამ მთაზე ყოფნის ემოციას ვერ განიცდი, მაგისთვის სახლიდან მოშორებით უნდა იბოდიალო...
მეგობარს ბახმარომდე სოფელში აქვს სახლი და იქ დაგვპატიჟა ერთხელ...ეს სოფელი არის მთაზე გაშენებული ანუ ბახმაროზე გაცილებით მაღლაა, აი ეგ იყო ნამდვილი ნეტარება... ყოველ ღამე ნისლში ეხვეოდა სახლები, თავი საშინელებათა ფილმში გეგონებოდა ან რამე ეგეთში.... გვერდითა სახლიც კი არ ჩანდა, მარტო ხალხის ხმა ისმოდა აქა იქ და მთის ფერდობზე გაშვებული საქონლის ზარების წკარუნი, მაგრად ასწორებდა, ღამე აქა-იქ ჩართული მბჟუტავი ნათურა ნისლს ანათებდა არაფერი არ ჩანდა, მაგის მერე ბახმარო ვეღარ მოვიწონე
აი გომისმთა ბახმაროზე გაცილებით მაღლაა და მინდა ვნახო, მანდ იქნება იგივე ემოცია რაც იმ სოფელში მქონდა, უბრალოდ კურორტად ვერაა აღიარებული და ამიტომ არის ბახმარო მიჩნეული დღემდე, რადგან გომისმთამდე სამანქანო გზა არაა მიყვანილი ბოლომდე, არც დენი და წყალია.... თუ ბახმაროსავით გამართავენ მაგ დასახლებასაც იდეაში კურორტი გახდება და ყველაზე მაგარი კურორტი იქნება
This post has been edited by Mr Angry on 22 Jul 2021, 09:46