ესე იგი, რა ხდება:
კულტურის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია არარენტაბელურია.
სრულიად შემთხვევით,
მუზეუმი ბიძინა ივანიშვილის პროექტის “პანორამა თბილისის” მიმდებარე ტერიტორიაზეა.
აღსანიშნავია, რომ “არარენტაბელურობის” შესახებ დასკვნა 2014 წელს კიდევ ერთ ისტორიულ შენობასთან, ყოფილ “ჟურნალისტების სახლთან” დაკავშირებით დაიწერა.
დასკვნის შემდეგ ჟურნალისტების სახლის მეპატრონე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია გახდა, რომელმაც შენობა ჯერ “ქართულ ოცნებას” მიაქირავა, შემდეგ კი დაანგრია.
თქვენი აზრით, რა ბედი ელის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს?
