#48007326 · 5 Jun 2016, 13:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეხლა ვუყურე პირველი არხის გადაცემას, კახეთში გაშენებული ზეითუნის ხილის პლანტაციებზე. რამდენადაც მისი მეპატრონე იძახის ძალიან კმაყოფილია აღნიშნული საქმით, როგორც თვითონ იძახის კახეთში ძალიან გაამართლა ამ ხილმა სხვა კუთხეებისგან განსხვავებითო... რამდენად მომგებიანი ბიზნესი იქნება ეს საქმე? სად და როგორ მოხდება მოსავლის რეალიზაცია? ეს ის კითხვებია რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა ფერმერმა სანამ ამ საქმეს შეუდგება. როგორც ბიზნესმენი გიორგი სვანიძე იძახის ერთ ჰექტარზე საჭიროა 550 ძირი ზეითუნის ნერგი (რომელიც ღირს 5$-მდე), რომელიც საშუალოდ 50კგ ხილს იძლევა რაც 27ტონა გამოდის... ამასთან რაც კახეთში ძალიან მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია სეტყვა დიდად ვერ აზიანებს დახლოებით 5-10%-ით მარტოო.. საინტერესო იქნება ასევე რეალიზაციის საკითხი სრული გადაცემა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
5 ივნისი, 2016 • პირველად "ფერმის" ისტორიაში, ზეთისხილის პლანტაციები საქართველოში, ანუ როგორ გამოადგა გიორგი სვანიძეს ჰოლანდიაში მიღებული ცოდნა მამა-პაპის მიწაზე. • რა პერსპექტივა აქვს ზეითუნის ზეთის წარმოებას საქართველოში. • 16 წლის შემდეგ ევროპიდან სამშობლოში დაბრუნებული ბიზნესმენი, რომელმაც პატრიარქის რჩევით საქართველოში ათასწლოვანი კულტურა გააშენა.
This post has been edited by Mama_Basili on 5 Jun 2016, 14:05
|