აი სად მიდის ჩვენი ფული და მერე საიდან მოდის საარჩევნო ხმები. გამარკვიოს ვინმე ღვისთნიერმა ამ სსიპ-ის დანიშნულებაში...
სსიპ შემოქმედებითი საქართველო - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
ორგანიზაციის ხედვა:
შემოქმედებითი ინდუსტრიები სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ზრდის და სოციალური კეთილდღეობის გენერატორია.
ორგანიზაციის მისია:
საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა შესაბამისი პროგრამების , პროექტებისა და კონკურსების განხორციელების გზით.
მისიის შესასრულებლად მიზნად ვისახავთ:
შემოქმედებითი ინდუსტრიების ცნობადობის გაზრდას;
შემოქმედებითი მეწარმეების შესაძლებლობების განვითარებას გადამზადების პროგრამებით, სემინარებითა და სხვა აქტივობებით;
თანამშრომლობის პლატფორმების ჩამოყალიბებას;
დაფინანსების შესაძლებლობების შექმნას და არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
შემოქმედებითი პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობას და დარგის ინტერნაციონალიზაციას;
შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში კვლევითი საქმიანობის განვითარებას.
http://creativegeorgia.ge/About/shemoqmede...saqartvelo.aspx