ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილმა, ნავთობისა და გაზის ამერიკულმა კომპანიამ „ფრონტერა“ (Frontera Resources), საქართველოს მთავრობაზე ლობისტების მეშვეობით გავლენის მოხდენის $1-მილიონიანი მცდელობის მიუხედავად, გახმაურებული საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო, იუწყებიან openDemocracy და OC Media.
აქამდე კონფიდენციალური საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ნათელს ხდის, თუ როგორ შეიყვანა შეცდომაში „ფრონტერამ“ საზოგადოება მათი საქართველოს მთავრობასთან გახმაურებული დავის შესახებ.
ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) დაფუძნებულ „ფრონტერასა” და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დავა 2020 წლის დასაწყისში ქართული მედიის ჰედლაინებიდან არ ჩამოდიოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ დავაში — თითქოს საქართველოს მიერ ამერიკული ბიზნესის „ექსპროპრიაციის“ მცდელობის ფონზე — საქმეში ამერიკელი პოლიტიკოსები ჩაერთვნენ.
(გაეცანით უფრო ვრცლად OC Media-ზე
https://oc-media.org/gaustumrebeli-khelpase...tebze-dakharja/აღმოსავლეთ საქართველოში 3.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის საბადოს „აღმოჩენის“ საფუძველზე, „ფრონტერა“ საქართველოს „ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას”, ხოლო ბრიტანელ ინვესტორებს მაღალ მოგებებს ჰპირდებოდა. თუმცა ყველაფერი ბოლოს იმით დასრულდა, რომ ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის თაობაზე დავა — მათ შორის იმან, რამდენად ასაბუთებდა „ფრონტერა“ ასეთი რესურსების არსებობას — ბოლოს არბიტრაჟის განსახილველი გახდა.
2017-2020 წლებში აშშ-ს რეგიონში სტრატეგიული ინტერესების არგუმენტით, არაერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა და სენატორმა სცადა „ფრონტერას“ საკითხზე საქართველოზე ზეწოლა. სამხრეთ კავკასიური ქვეყნისთვის, აშშ მხარდაჭერა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მფარველი რუსეთის პირისპირ, სასიცოცხლოა.
ამასობაში „ფრონტერამ“, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიულ საინვესტიციო ბაზარზე იყო წარმოდგენილი სანამ 2019 წელს კოტირებიდან მოხსნიდნენ, საკუთარი ყოფილი თანამშრომლები ძველი ხელფასების გარეშე დატოვა, ხოლო აქციონერები ჩადებული ინვესტიციების — უკუქცევის გარეშე.
ამჟამად „ფრონტერას“ ქართველი თანამშრომლების $240,000 მართებს, ხოლო დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 200-300 აქციონერია დარჩენილი, რომელთა წილებს კომპანიის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან მოხსნის შემდეგ ღირებულება აღარ აქვთ.
საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სასამართლომ 2020 წლის აპრილში მიიღო, რის შემდეგაც ორივე მოდავე მხარე გამარჯვებას იჩემებდა. საერთაშორისო საარბიტრაჟო წესების გამო, დავის შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი რამ არ იყო ცნობილი — მანამ, სანამ ის „ფრონტერას“ ხელმძღვანელებს შორის წარმოებული ცალკე დავის წყალობით საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გახდა.
პოლიტიკური კავშირები „ფრონტერა“ 1997 წელს ჩამოყალიბდა და მიზნად საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გაჩენილი ნავთობისა და გაზის მოპოვების ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ისახავდა.
ტეხასური კომპანია ძლიერი პოლიტიკური კავშირების მქონე ჯგუფმა დააფუძნა: ბილ უაიტმა, რომელიც ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას ენერგეტიკის მდივნის მოადგილე იყო, და „კასპიის ნავთობი ვაშინგტონის დღის წესრიგში ჩასვა“, ამერიკული სანავთობო გიგანტის, Conoco-ს, თავმჯდომარის შვილმა, სტივ ნიკანდროსმა, და ლენ ბენსტენმა — აშშ ხაზინის ყოფილი მდივნის ლოიდ ბენსტენის შვილმა.კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებული „ფრონტერა“ საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთერთი პირველი კონცესიონერი იყო და მოგვიანებით მოლდოვასა და უკრაინასთანაც გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმები. 2005 წლისთვის კომპანია უკვე ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიულ საინვესტიციო ბაზარზე იყო წარმოდგენილი, რომელიც თავისი მსუბუქი რეგულაციებითაა ცნობილი და საქართველოში ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად $88 მილიონის მობილიზება შეძლო. „ფრონტერა“ ინვესტორებს აღმოსავლეთ საქართველოდან კვლევა-ძიებისა და მოპოვებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი მე-12 სალიცენზიო ბლოკიდან შთამბეჭდავ მოგებებს ჰპირდებოდა და 2019 წლის ჩათვლით ინვესტიციების იზიდავდა.
„ჩვენი ამჟამინდელი ინვესტიციების წყალობით, „სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის“ სახით უმაღლესი დონის გაზის საბადოს მივაგენით“, — აღნიშნავდა 2015 წელს „ფრონტერას“ თავმჯდომარე სტივ ნიკანდროსი. „ფრონტერა“ ამტკიცებდა, რომ იქ მათ 3.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის საბადოს მიაგნეს.
„გაზის მსგავსმა მდიდარმა საბადოებმა აშშ-ში ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ტრაექტორია გარდასახა; ჩვენი მიღწევები საქართველოში ბუნებრივი აირის რესურსების ძიებაში სწორედ რომ ანალოგიურ გზას გვპირდება“, — ირწმუნებოდა იმ დროს ნიკანდროსი.
თუმცა 2017-2018 წლებში „ფრონტერა“ საქართველოში პრობლემებს შეეჩეხა.
არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც 2021 წლის მაისში ტეხასის სასამართლოში მიმდინარე ცალკე შიდაკორპორატიული დავის ფარგლებში გახდა ხელმისაწვდომი, „ფრონტერასა“ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დავა ეხებოდა კომპანიის უარს, პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ კონტრაქტის ამოწურვის, 2017 წლის ნოემბრის შემდეგ, მე-12 სალიცენზიო ბლოკი დაებრუნებინა.
საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის მიზნით, „ფრონტერამ“ თავისი თავმჯდომარის, სტივ ნიკანდროსის, კავშირები აამოქმედა, რომელიც მარჯვე პოლიტიკური დონორი იყო. 2017-2020 წლებში ნიკანდროსმა ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების საარჩევნო კამპანიებს $182,950 შესწირა.
ერთი სიტყვით, დანარჩენი ლინკზეა
https://oc-media.org/dokumentebi-pronteram-...-OjveiB_m10doXAციკლიდან
ЫЫЫ ქოცები ინვენსტორებს დევნიან
* * *