ბაიდენს უთქვამს რუსეთს ბირთვული იარაღის და ნავთობის გარდა არაფერი აქვსო და პესკოვმა "გაზიც გვაქვს კაცოო"

კრემლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კომენტარი, რომ რუსეთს სხვა არაფერი აქვს ბირთვული იარაღისა და ნავთობის გარდა, არასწორია და „სახეზეა თეთრი სახლის მცდარი წარმოდგენა თანამედროვე რუსეთზე“.
ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა
დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბაიდენის განცხადებები როგორც მინიმუმ, არსებითად არასწორია. ცხადია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ახმოვანებს იმ მესიჯებს, რომელსაც მისი აპარატი ამზადებს. აქ სახეზეა თანამედროვე რუსეთის შესახებ მცდარი ცოდნა და გაგება. დიახ,
რუსეთი არის უდიდესი ბირთვული ძალა, ის არის ძალიან პასუხისმგებლიანი ბირთვული ძალა და დიახ,
ეს არის ქვეყანა საკმაოდ დიდი ნავთობისა და გაზის სექტორით. ამასთან პესკოვის თქმით, კრემლი იმედოვნებს, რომ ბაიდენს მეტად ექსპერტულ ინფორმაციას მიაწვდიან.
მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს „რეალური პრობლემები აქვს“.
„ის მართავს ეკონომიკას, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი, ნავთობის ჭაბურღილები და მეტი არაფერი. რა არის მათი ეკონომიკა? მან იცის, რომ რეალური პრობლემები აქვს, რაც მას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის, ჩემი გადმოსახდიდან“, - განაცხადა ბაიდენმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში ვიზიტისას.
https://www.interpressnews.ge/ka/article/66...s-rasac-acvdian