მე პირადად პუტინი დამოუკიდებელ მოთამაშედ არ მიმაჩნია...გარდა იმისა რომ მის უკან დგას მისი "კამანდა-მრჩეველები-ქვეშემრდომები"...
ასევე მის უკან დგას გარე ძალებიც,ანუ დიდი ბიძიები...რომლებიც პუტინის ხელით ატყავებენ უკვე რუსეთს ოცი წელია...და რომელთა დავალებებსაც ასრულებს ბატონი ხუილო..
როგორც ჩანს , ხუილოს პატრონთა ინტერესებში არ შედის რუსი ხალხის კეთილდღეობა და მათი ცხოვრების დონის ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრება !!
მოკლედ რომ ვთქვათ....ამხელა რესურსების მქონე ქვეყანას ერთი გაპიარებული "დიქტატორის" ხელით ფრცქვნიან უკვე 20 წელია...
დღევანდელი მდგომარეობა და ხუილოს მიერ წამოწყებული ომი გვაჩვენებს რომ ამის შემდეგ ძველებურად აღარ გაგრძელდება სპექტაკლი...
მოვლენების განვითარების ორ შესაძლო სცენარს ვხედავ...
1 - რუსეთს ამ ომის შემდეგ ელოდება კრახი...არაა გამორიცხული მისი დაშლა დანაწევრებაც კი...ყოველ შემთხვევაში 90-იანები გარანტირებული აქვთ...ამხელა ტერიტორიაზე თუ წყალი აიმღვრევა დიდი ბიძიები ბევრ თევზს დაიჭერენ !! მარტო თევზებშიც არაა საქმე....შესაძლოა უბრალოდ აღარ აინტერესებთ ამხელა ძერჟავა,ურჩევნიათ პატარ პატარა ქვეყნებად მისი დანაწილება და ამის მიზეზებიც ექნებათ !!
2 - ერთპოლუსიანმა მსოფლიომ ჩაილურის წყალი დალია...ვერ გამოდგა ეს მოდელი...მსოფლიოში არავინაა დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილი...ყველას ეჯავრება ამერიკა როგორც მსოფლიოს გამგებელი...
თუკი რამე მოხდა ყველამ იცის ვინაა დამნაშავე,რადგან ერთი ძალაა რომელიც განაგებს და თითსაც ყველა ამ ძალისკენ იშვერს !!
აი ორპოლუსიან სამყაროში კი ადვილია მანიპულირება...ორპოლუსიან სამყაროში ვერ დაადანაშაულებ ვერც ერთ მხარეს დანამდვილებით...დიდი ბიძიებისათვის უფრო ადვილი და კომფორტული მგონია მე ორპოლუსიანი სამყარო...სადაც ორივე პოლუსს თავის სიმართლე და მისი დამცველები ეყოლებათ...
ამისათვის კი საჭიროა გადანაწილება...რომელიც მიმდინარეობს უკვე....უკრაინა როგორც მოგეხსენებათ ორად გაყოფილი საზოგადოებაა,ნახევარი რუსულ-იმპერიალისტური აზროვნებით , მეორე ნახევარი უკრაინულ-ევროპულით....ვფიქრობ დაუთმობენ უკრაინის რუსულ ნაწილს ხუილოს...გაავლებენ საზღვარს...და დარჩენილ უკრაინას მიიღებენ ნატოში...
თავისთავად გადასანაწილებელი მხოლოდ უკრაინაა არაა...ნელ ნელა გამოიკვეთება სხვა ტერიტორიებიც სადაც წითელი ხაზი გაივლის...
ეს თემა როგორც თავში ავღნიშნე...შეთქმულების თეორიის ჩემებური ხედვაა...
და ალბათ თქვენც გექნებათ რაღაც ამდაგვარზე ნაფიქრალი,ნუ მოგერიდებათ გაგვიზიარეთ
This post has been edited by მესამე on 28 Feb 2022, 12:15