#58151249 · 19 Jul 2021, 21:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყოველთვის მაინტერესებდა ძველი საფეხბურთო მატჩების ჩანაწერების ყურება და შეგროვება, ასევე ძველი ჟურნალ-გაზეთების, ონლაინ თუ ბეჭდური მედიისა.
ახლახან მივაგენი ერთ-ერთ კარგ უცხოურ ფორუმს, სადაც ბევრი კოლექციონერ იყრის თავს და ყიდიან თავიანთ პროდუქციას. მაგალითად დღეს შევიძინე საქართველო-ინგლისი 1996 წლის მატჩის ჩანაწერი (ინგლისური კომენტირებით). ყოველთვის მაინტერესებდა ამ მატჩის ყურება (ასაკიდან გამომდინარე, სტადიონზე ვერ დავესწრებოდი), ჰოდა ავიხდინე ოცნება.
ვინმე თუ ხართ მსგავსი კოლექციონერი, დაწერეთ აქ. მე მაქვს რაღაც-რაღაცეები უკვე შეგროვილი. ახლა დავიწყე საქართველოს ნაკრების მატჩების შეგროვება. ჯერ მაქვს :საქართველო-ინგლისი 1996, საქართველო-პოლონეთი 11 ოქტომბერი 1997, პოლონეთი-საქართველო 14 ივნისი, 1997. საქართველო-რუსეთი 2003 უფრო ახლებიც მაქვს 2010 წლამდე თამაშები.
|