ბოლო რამოდენიმე თვეა (განსაკუთრებით მარცხენა ყურში) მაქვს დისკომფორტი
თითქოს ე.წ "პრობკები" მაქვს. ნერწყვს რო ვყლაპავ სტანდრატული "წკაპ" მესმის ყურებში
ვიყავი მისული ადგილობრივ პოლიკლინიკაში გამოსარეცხად
რაზეც ექიმმა მითხრა რომ არ მაქვს პრობკები , მაგრამ მაინც გამოვრეცხოთო
მართლაც დიდი არაფერი გამოვიდა , თუმცა პატარა ხანი თითქოს დავისვენე
ასევე მითხრა რო ყურში მაქვს ანთება და მოდის ეს ყველაფერი ცხვირიდან (

)
დამინიშნა რაღაც წვეთები "ბაუმე" მემგონი , ჩავისხი ერთი ორჯერ მარა არც ჩამივიდა ყურში
გადავწექი , გადმოვწექი , გავიჩერე 10-15 წუთი მარა არ ჩადის )))
მოკლედ არაფერში გამომადგა და შევეშვი
დაახლოებით 2 თვე გავიდა გამორეცხვის შემდეგ და ისევ დამიბრუნდა ეს დისკომფორტი
ამასთან ერთად ვატყობ რო სმენაც დამიქვეითდა
ტელეფონზე ლაპარაკისას , და ისედაც
განსაკუთრებით შედარებით ხმაურიან ადგილას საერთოდ არ მესმის ტელეფონში რას მეუბნებიან
ვისთან უნდა მივიდე და ვის მირჩევთ კონკრეტულად ?