ვიოლა ფონ კრამონი - ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით - მე პროტესტს ვერ გამოვთქვამ, ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი
ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით, - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა „ქართული ოცნება“ პრორუსული მთავრობა.
ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეინიშნება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა რუსეთის მიმართულებით. მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა.
„ძალიან ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. ჩემი გადასაწყვეტი და შესაფასებელი ეს არ გახლავთ. შეიძლება ითქვას, ეტაპობრივად არის რუსეთთან დაახლოება, მაგალითად, - ასეთ გადაწყვეტილებებს რუსეთი მიესალმება. იქ საუბარია ფრენების აღდგენაზე. ნამდვილად არსებობს რაღაც მოძრაობები რუსეთის მიმართულებით. მე პროტესტს ვერ გამოვთქვამ, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი.
აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ დაცული ქუჩაში, ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულება შეთანხმდეს და ყველა ის შეთანხმება, რომლის რატიფიკაცია მოახდინა მთავრობამ და თუ ექნებათ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, ეს მათი გადასაწყვეტია. ასოცირების ხელშეკრულებას თუ რეგულარულად დაარღვევენ, მაგალითად პრესა იქნება ასეთი წნეხის ქვეშ, ეს არის ევროპის ერთ-ერთი ღირებულების დარღვევა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/66...is-gadasacqveti