#58196106 · 31 Jul 2021, 18:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაინტერესებს, ამ მთავრობას გააჩნია საერთოდ რამე გეგმა? წინას დროს ჩადიოდნენ და დიალოგი მაინც იყო. ეხლა რასაც ვუყურებთ, მეცხრე წელი დაიწყო და კაციშვილი არ ჩასულა სალაპარაკოდ. ჩაჯმულები არიან რო ჩერგომ და მისმა სადაქალომ რუსეთის აგენტობა არ დააბრალოს, თუ თავად არა აქვთ არაფერი შესათავაზებელი, არ ვიცით, ფაქტია. ფორუმის სექტა ცალკე თემაა, კრესლოში რო გადაითხლაშებიან და ვაჟნი ტონით, ჯერ უკან წაიღონ აღიარება და მერე ვილაპარაკოთ. როგორც ჩანს ამ ხალხს რეალობის აღქმის უნარი აქ დაკარგული. ვერ აცნობიერებენ რო ვართ წაგებული მხარე და კომპრომისები სწორედ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს. ულტიმატუმებით ლაპარაკის არც სამხედრო თავი გვაქ, არც ეკონომიკური, არც რამე სხვა. არგუმენტები ქვას ხეთქავს, რა უნდა ველაპარაკოთ, კიდე რამეში არ მოგვატყუონ. რაღა უნდა მოგატყუონ, რაც შეეძლოთ ქნეს უკვე. და რას ველოდებით, შარლ მიშელი ილაპარაკებს ჩვენ მაგივრად? თუ ნატოს კარში, რომელიც 20 წელია ღიაა, ოდესღაც შევბობღდებით. რას ვაპირებთ, მართლა მაინტერესებს. პუტინ ხუილოს ღრიალი და ოკუპაციის ზოლთან ჩახდა, ამის იქით არის რამე გეგმა? თუ გეგმა ისაა რო ის თაობა მოკვდეს და დასაბრუნებელი აღარავინ აღარ იქნება, იმათ შვილებს კიდე სუ შუშუზე ეკიდებათ აფხაზეთი, იმიტო რო ცხოვრება აქ ექნებათ მოწყობილი. მემგონი ეს ბოლო უფრო ახლოა ლოგიკასთან. გასაგებია რო აფხაზეთში ქართველები უმრავლესობაში იყვნენ, მაგრამ ისიც ხო ფაქტია რო სსრკ-დან მოყოლებული არ ვევასებოდით. საუკუნეებია ეგენიც იქ ცხოვრობენ, მაგათიცაა ეგ ტერიტორია. ურთიერთობის დალაგების გარეშე, როგორ წარმოგიდგენიათ, ძალით შეხვიდე და დასახლდე, რო მერე იცხოვრო კონფლიქტურ რეჟიმში. გამოსავალს რას ხედავთ? პუტინი გადაპროჭდება, რუსეთი დაიშლება და ამ სისულელეების გარდა.
|