ახლა ყველა მაგრები ხართ და მე კომუნისტების დროინდელ ამბავს გეტყვით...
ელექტრიჩკები რომ დადიოდა რეგიონებში იქ ხდებოდა ეს ამბავი...
ერთი თეთრ ბილეთიანი " გიჟი " დადიოდა ვაგონებში და ართობდა ხალხს...
ხან პოლიტიკური ხან უცენზურო ანეგდოტებით...
ერთი ასეთი "შუტკა" ნომერიც ჰქონდა :
მგზავრებს ეკითხებოდა ყველაზე დიდი ბედნიერება რა არისო?
და პასუხებს ითხოვდა ხალხისგან : თავისთავდა ზოგი რას პასუხობდა ზოგი რას (ბავშვის შეძენა , ცოლის მოყვანა , ლატარიაში მოგება...)
- არაო! კატეგორიულად იტყოდა .... ყველაზე დიდი ბედნიერება ის იქნება ამერიკული ბომბდამშენი ატომური ბომბით კრემლის თავზე რომ გამოჩნდებაო...
დაიზაფრებოდა ხალხი , ზოგი თავს გააბრუნებდა - ვითომ არ გაუგონია და ამასობაში ახალ კითხვას ამზადებდა ავანტიურისტი :
- აბა ახლა მითხარით ყველაზე დიდი უბედურება რა არისო...
შეწუხებული ხალხი : ახლობელი რომ დაგეღუპება , ავად გახდომა , კიბო , სარკომა და ა.შ.
- არაო! ისევ კატეგორიულად იტყოდა თავზეხელაღებული ...
ყველზე დიდი უბედურება ის იქნება ის ამერიკული ბომბი რომ ჩამოვარდება და არ აფეთქდებაო ...
ბოდიში თუ არ გაგეცინათ... არც არაფერია აქ სასაცილო