
ძალიან მაგარი სტატიაა , თითქოს აქ რატო დებთ ასეთ მასალებსო ადრე მᲘთხრეს, რო არ შემოვსულიყავი დიდხანს ვერ გავიგებდი ამ ქალბატონის შესახებ. დიდი მადლობა თემის ავტორო
მეც დავწერ , ჯორჯაძეებს "გავაგრძელებ" .
ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ქართველი საზოგადო მᲝღვაწე, პირველი ქალთა უფლებების დამცველი ქართველი,
ბარბარე ერისთავი- ჯორჯაძე, დაიბადა 1833 წელს, პრინც დავით ერისთავის ოჯახში, ძმასთან - ცნობილ პოეტ და საზოგადო მოღვაძე რაფიელ ერისთავთან და დასთან ანა ერისთავთან ერთად იზრდებოდა კახეთის სოფელ ქისტაურში. რაფიელს და ბარბარეს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ.
ბარბარეს დედა მალევე გარდაეცვალა და ის მამამ გაზარდა, დავით ერისთავი თვლიდა, რომ არიყო აუცილებელი ქალიშვილს სასწავლებელში მიეღო განათლება , ამიტომ ბარბარებ განათლება მიᲘღო " შინაურ სკოლაში", ტრადიციულად, ისევე როგორც სხვა ქალებმა.
ბარბარე 12 წლის ასაკში გაათხოვეს.
„თორმეტი წლის ბარბალე ერისთავი, უმცროსი და რაფიელ ერისთავისა, ეკლესიაში გვერდით ედგა ზაქარია ჯორჯაძეს, რომელსაც გულფიცხობის გამო სამხედრო კარიერის შექმნის იმედი დაჰკარგოდა და სოფელში დაეწყო ცხოვრება. მათ ჯვარს სწერდნენ ეკლესიაში. ბარბალეს დაგვირგვინების ცერემონიალი თამაშობა ეგონა. მოულოდნელად კელაპტრებით განათებულ ტაძარში ღამურა შემოფრინდა, ბარბალეს ბევრი არ უფიქრია, მღვდელს მიმართა: „ცოტა ხანს გაჩერდი, გეთაყვა, მგონი, ჩემი დაკარგული იადონი შემოფრინდა, ერთ წუთს მას დავიჭერო“... არ ვიცით, გაუშვეს თუ არა პაწია პატარძალი იადონის დასაჭერად, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს მდიდარი ბუნების ნიჭიერი ქალი თავიდანვე ცუდ პირობებში ჩავარდა. მისი არანორმალური ქორწინება, ჯორჯაძიანთ დაქვეითებული ოჯახის პატრონობა, ზრუნვა მამულების შენარჩუნებისთვის, სამი შვილის მოვლა, მას ხელს უშლიდა საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობა მიეღო...“ /ფუცუ დგებუაძე-ფულარია//მოღვაწე ქალები რევოლუციამდელ საქართველოში/ მას რთულ პერიოდში მოუხდა ცხოვრება და მოღვაწეობა, ჯერ კიდევ გრძელდებოდა ლეკთა ყაჩაღური თავდასხმები კახეთის სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებზე. თვით ბარბარეც ბევრჯერ მოხვდა განსაცდელში. კახეთის სოფლებზე ლეკების 1854 წლის 4 ივლისის თავდასხმა ბარბარეს აღწერილი და გამოქვეყნებული აქვს „ივერიის“ ფურცლებზე. მაშინ ბარბარეს მეუღლე, ზაქარია ჯორჯაძე თურქეთის წინააღმდეგ ომში იყო გაწვეული. ლეკებს ყვარლის რაიონის სოფლები დაურბევიათ, წინანდლიდან დავით ჭავჭავაძის ოჯახი ტყვედ წაუყვანიათ, თვით ბარბარემაც ძლივს გაასწრო გრემიდან. დავით ერისთავმა თავისი შვილის ოჯახი ჯერ მთაში გახიზნა, შემდეგ კი ქართლში, ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში..
ვალები, ხელმოცარული ქმარი, შვილები, სიღარიბე და საკუთარი და სხვისი ცხოვრების შეცვლის სურვილი, მიუხედავად ამისა, ბარბარე ცხოვრების ბოლომდე ესწრაფოდა სიახლეებს და საკუთარ შესაძლებლობებს მრავალი მიმართულებით ცდიდა. ის ერთდროულად მწერალიც იყო, პოეზიასა და დრამატურგიაშიც მუშაობდა, პუბლიცისტიკურ თუ ლიტერატურულ წერილებს წერდა, ქალთა განათლების იდეით გამოდიოდა, თანასწორობას ქადაგებდა, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ჰქონდა საკუთარი აზრი, წერა-კითხვის სწავლების სწავლების საკუთარ მეთოდოლოგიაც შეიმუშავა და პირველი ქართული კულინარიული წიგნის ავტორიც იყო. პოეზია, პროზა, დრამატურგია, პუბლიცისტიკა- ყველა ამ დარგში ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე თავის საინტერესო ნაწარმოებებს ქმნიდა.
ბარბარე ჯორჯაძის სტატიები თუ მოსაზრებები ხშირად იბეჭდებოდა ისეთ ჟურნალ-გაზეთებში, როგორიცაა:
ცისკარი (ჟურნალი)
დროება (XIX საუკუნე)
ივერია (გაზეთი)
კვალი (გაზეთი)
"ჯეჯილი" .
კომედია "რას ვეძებდი და რა ვპოვე" ბარბარემ 1865 წელს დაწერა და ნაწარმოებმა მალევე დაიმსახურა ქართული თეატრალური საზოგადოების ინტერესი. ეს ნაწარმოები უკვე 1867 წელს გათამაშდა ქუთაისის თეატრში და შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში იდგმებოდა სხვადასხვა თეატრის სცენაზე. კომედიაში ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი მსახიობი - ვასო აბაშიძე ასრულებდა. ახალ და ძველ თაობას შორის გამართული კამათისას, რომელიც ენის საკითხებს შეეხებოდა, ბარბარე ჯორჯაძე უფროსი თაობის ინტერესებს წარმოადგენდა. სანამ ახალი თაობის განზრახვებში არ დარწმუნდებოდა, ენასთან ყოველგვარ დამოკიდებულებას სიფრთხილით ეკიდებოდა, ხოლო როცა ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების როლი გაიაზრა, მწერალი ქალი მათი იდეების გულშემატკივრად იქცა.
ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის პირველი კულინარიული წიგნი 1874 წელს გამოიცა და მთელი ტირაჟი სრულად გაიყიდა. მეორედ იგი, „სრული სამზარეულოს“ სახელწოდებით ტფილისელმა მწერალმა და მთარგმნელმა მიხეილ ახპატელოვმა გამოსცა, მესამედ კი, უკვე 1914 წელს — თავად ბარბარეს ქალიშვილმა მანანა ჯორჯაძემ. მოგვიანებით კიდევ იყო წიგნის ხელახალი გამოცემის ცდა. „სრული სამზარეულოს“ ნებისმიერი გამოცემა თავისი დროის ბესტსელერი იყო და თვალის დახამხამებაში ქრებოდა წიგნის დახლებიდან.... წიგნის ერთ-ერთი გამოცემის შესავალში ბარბარეს შვილი წერს: „განსვენებული დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. განსვენებული სიტყვით არ კმაყოფილდებოდა და მწერლობითაც სურდა, გაეწია „პროპაგანდა” დიასახლისთა შორის. სხვათა შორის მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…” გარდა ვიწრო, პროფესიული მნიშვნელობისა, ეს წიგნი საინტერესოა, როგორც ეპოქის ენობრივი, კულტურული, ეთნოგრაფიული სურათი, რადგანაც კულინარია ადამიანის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიქტთან დაკავშირებული დარგი, კარგად წარმოაჩენს ენის, როგორც კულტურის სპეციფიკასა და სახეს. ბარბარე ჯორჯაძე, ამ ტექსტის დანიშნულების შესაბამისად, პოულობს ერთგვარ სოციოლექტს, რომელიც შეიცავს მეცხრამეტე საუკუნის ქართული სალიტერატურო ენისა და დიალექტების მახასიათებლებს, უცხო ენიდან შემოსულ ლექსიკას თუ კონსტრუქციებს, მისი ენა ერთგვარი მედიუმია მეცხრამეტე საუკუნის სხვადასხვა ფენას შორის კომუნიკაციისათვის, ერთნაირად გასაგები ქალაქელი ხელოსნისა თუ პროვინციელი არისტოკრატისათვის.