#58196331 · 31 Jul 2021, 19:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოპოზიციის ყველაზე კარგი სვლა, რომელიც ელისამ, ვაშამ და დაბოლილებმა დააღალატა, იყო ქოც-პარლამენტის სრული ოპოზიციური ბოიკოტი.
ქოცები უნდა დარჩენილიყვნენ მარტონი პარლამენტში და მათი ერთპარტიულობა გამოუყვანდა მათ წირვას. ყვინჯია და ზილფმან გაზელნაყია თუ ვიღაც თათარყან-ირმელების შესვლა ვერ იხსნიდა მათ.
დაძრა ბიძინამ ფული (ალბათ საკუთარი კი არა, კვლავ ბიუჯეტიდან მოპარული) და თხა ელისა და მისი ხელისმომკიდე იოსელიანი თხებივით იყიდა. ისინი პარლამენტში შეათრია.
"დედას გეფიცებით, მამას, ბიცოლას, ხატი-რჯული, მე არ გავყიდულვარ, მე ჩავაწიკწიკე საოცარი კანონმდებლობა" იფიცება ელისა.
შემდეგ ვაშაძე ჯუნიორმა გვახარა, რომ მან გაყიდა ბიტკოინები და 18 მილიონი იშოვა. მე კი მგონია, რომ მან ალიბი გაიკეთა და ელისასავით ჩხარტიშვილზე გაიყიდა კვლავ ბიუჯეტიდან მოპარულ ფულზე. მისი გაყიდულობის საფასური კი ბიტკოინების ოპერაციით გაათეთრა.
"ბიტკოინებით გამილიონერებული" ჯუნიორი ამის მერე ახტა-დახტა და პარლამენტში ქოცებს დაახტა.
ქოც-პარლამენტის ერთპარტიულობა დაირღვა. ამ თაღლითურ ხტუნვა-ღალატს სჭირდებოდა საერთაშორისო მხარდაჭერა. არ დააყოვნა მხარდაჭერამ და საქართველოში მიშელინის საბურავებით ჟან მიშელი ჩამოგორდა, რომელიც ან წინასწარ, ან მოლაპარაკებების პროცესში იყიდა ბიძ-ქოცობამ.
მიშელინმა საქმიანი, მაგრამ გაყიდული სახით იფუსფუსა ჯუნიორივით გაყიდულმა და გამოაცხო "ისტორიული" მიშელინის შეთანხმების დოკუმენტი და მის პატივსაცემად ჯუნიორმა "მიშელინის წმინდა შეთანხმების უსტარის საპარლამენტო ფრაქცია" შეთხზა.
ფერმოსულმა ქოცებმა ეს დოკუმენტი ჭრეს-ჩეხეს და დაელოდნენ...
მიშელინმა არ უღალატა ფულს და ქოცნებას. ის თითქოს წყალქვეშეთიდან რაღაცეებს ბუყბუყებდა. ქოცები კიდევ უფრო გამხნევდნენ და საიდანღაც გამოწოვილი მიზეზით (ენმ)-მა ხელი არ მოგვიწერაო და მთლად გაანულეს მიშელის მკვდრადშობილი შეთანხმება. მიშელინი კი ზოგჯერ კვლავ აბუყბუყდება წყალქვეშეთიდან...
ელსა, შენ ბიცოლას და დეიდას გარე ნათესავებს გაფიცებ, ჯუნიორს კი ჩხარტიშვილს, თუ არ თქვათ, რომ ეს ასეა!
თუ ასე არაა, მაშინ დატოვეთ პარლამენტი ყველა საეჭვოდ ოპოზიციონერმა და დატოვეთ ქოცები მარტოობასა შინა.
ასე გამოუყვანთ მათ წირვას.
ვიცი, ამის გამკეთებელი არ ხართ, მაგრამ მე მაინც მეთქვას..
This post has been edited by dylan on 31 Jul 2021, 19:20
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|