ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს მისი სატელეფონო საუბრების ჩაწერაზე თავად დათანხმდა. ამის შესახებ მან "TV პირველს" განუცხადა.
მეუფემ აღნიშნულ თემაზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ, "სუს-ის მიერ განხორცილებული" სატელეფონო მოსმენების ანგარიში საჯაროდ წაიკითხა.
"დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემს ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ მე თანახმა ვარ. ეს ჩემი საუბრები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინ არ უნდა დამხვდეს არასდროს იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული.
მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აღარავინ არ დამკავშირებია. მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია, თანახმა ვარ მოსმენაზე, მაგრამ არ ვარ თანახმა ამის გამოქვეყნებაზე, იმიტომ, რომ ეს არის კრიმინალური დანაშაული", - ამბობს მიტროპოლიტი.
https://www.ambebi.ge/article/263504-ushish...leponis-mosmen/ამფერი ინფორმაცია როგორ გამოეპარა აქ მპოსტავ საზოგადოებას. ეს მეუფე კაცი სუსს ეთანამშრომლება თუ არა ვერ მივხვდი, რადგანაც რატომ უნდა ეთხოვა სუსს კურთხევა მის მოსმენაზე. არ მაფიქრებინოთ რომ სუსში იმფერი მორწმუნეები მუშაობენ რომ კურთხევის გარეშე არ უსმენენ და ერთობლივი ლოცვის გარეშე სპეცოპერაციას არ ატარებენ. იტოგში თანამშრომლობს თუ არა მეუფე სპეცსასმსახურებთან? აი მთავარი პოლიტიკური კითხვა
This post has been edited by Heracles12 on 4 Aug 2021, 21:59
ქრისტე: ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ. ლუკას 19-27
"Христианство стоило мне жизни. потому что потребовалось моя жизнь чтобы избавиться от неё" ОВЕРБЕК
Слава Украïнi! Героям слава!