2011 წლის 11 დეკემბერს, მილიონერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას თავისი მოძრაობა, „ქართული ოცნება“ წარუდგინა, რომელიც მალე პარტიად დაარეგისტრა.
პრიორიტეტებად მან დაასახელა სამოქალაქო საზოგადოების გავლენის გაძლიერება პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და სოციალურ პროცესებზე. ივანიშვილის ოცნებაა, ერთიანი, ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება. გამოსვლამდე 4 კვირით ადრე, ის კამერების წინ გამოჩნდა და პოლიტიკაში მოსვლა ამცნო ხალხს. მისმა განცხადებამ საქართველოს პოლიტიკურ წრეებში მითქმამოთქმა გამოიწვია. ჩატარდა კვლევები და შედეგები სენსაციური აღმოჩნდა: პრეზიდენტ
სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 2004 წლიდან მართავდა სახელმწიფოს, წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.
ვინაა ბიძინა ივანიშვილი და რა მიზნები აქვს?ივანიშვილი საქართველოში ერთერთი ცნობილი სახეა სიმდიდრის გამო, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ფორბსის მიხედვით მისი ქონება 5,5 მილიარდ დოლარამდეა, რაც საქართველოს წლიურ ბიუჯეტს აღემატება. 2003 წლიდან ის საქართველოში საცხოვრებლად დაბრნდა და შეუმჩნევლად ქველმოქმედებას
ეწეოდა. მან 650 მილიონი ევრო კულტურისა და ხელოვნების განვითარებასათვის გაიღო, მათ შორის, თანხის ძირითადი ნაწილი მოხმარდა ათასობით ეკლესიის რესტავრაციასა და მშენებლობას, მაგალითად როგორიცაა სამება. ხოლო, თავის მშობლიურ სოფელში, მან არამარტო დააფინანსა სოციალური პროექტები, არამედ თავის თავზე აიღო სოციალური გადასახადებიც. ამგვარად, მან მოიპოვა ზღაპრული ადამიანის იმიჯი, რომელიც შეუმჩნევლად ცხოვრობს და ბევრ "კარგ საქმეს აკეთებს". ამ დრომდე ის არ ჩნდებოდა პოლიტიკური აქტივობებითა თუ გამოსვლებით. ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა დაასაბუთა სააკაშვილის მიერ მთავრობის მონოპილიზირებითა და ოპოზიციის უუნარობით
მთავრობის წინააღმდეგ. მან სურვილის გამოთქვა საქართველოში პლურალისტული დემოკრატიის დამყარების ხელშეწყობისათვის. ის გეგმავს, რომ მონაწილეობა მიიღოს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუკი მოძრაობას
პარტიად დაარეგისტრირებს. ამასთან ის დარწმუნებულია, რომ ხმების აბსოლუტურ უმრავლესობასაც მიიღებს. ივანიშვილის გამოსვლები გამოირჩევა გაწონასწორებულობით, საუბრობს ხალხის ენაზე, მაგრამ მის პოლიტიკურ გამოსვლებში შეინიშნება პოლიტიკური გამოუცდელობა. იგი ერთ დღესაც მედდის საშუალებით წარსდგა საზოგადოების წინაშე და გამოსვლა სააკაშვილის "ავტორიტარული" მმართველობის კრიტიკით დაიწყო. სიტყვისა და პრესის თავისუფლება არაა უზრუნველყოფილი, სასამართლო სისტემა - დამოუკიდებელი და ეკონომიკა - თავისუფალი. მან ასევე განაცხადა, რომ თავის პარტიას ჯანმრთელი პოლიტიკური ძალებით დააკომპლექტებდა და არჩევნებში გაიმარჯვებდა. ის ხალხთან ერთად ჩამოაყალიბებდა მმართველობის ოპტიმალურ მოდელს, აღკვეთდა კორუფციას ელიტაში, აღადგენდა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გააუმჯობესებდა საინვესტიციო კლიმატსა და ინვესტიციას ჩადებდა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. მან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, ა.შ.შ.-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის
გაღრმავება და ევროპასთან ინტეგრაცია მნიშვნელოვან მიზნებად დაასახელა. როგოც მისი გამონათქვამებიდან ჩანს, მისი გამოსვლების უკან არ დგას გაანალიზებული პროგრამა. ისეთ პოლიტიკურ პრობლემებზე, როგორიცაა უმუშევრობის
დაძლევა, ქვეყნის კონფლიქტური ტერიტორიების დაბრუნება, არ გააჩნია სამოქმედო გეგმა. სამაგიეროდ აცხადებს, რომ შეიძენს ტელემაუწყებლებს და ყოფილ პარტონს 1 წლის შემდეგ სიმბოლურ თანხად, 1 ლარად უკან დაუბრუნებს, ასევე რომ ის 2 წელიწადში წავა პოლიტიკიდან და თავისი დაარსებული პარტიისოპოზიციას შექმნის. რამდენიმე კვირის შემდეგ,
როდესაც ივანიშვილმა თავისი მოძრაობა „ქართული ოცნება“ წარადგინა, უკვე იგრძნობოდა მეტი პროფესიონალიზმი მის
გამოსვლაში. მან ისაუბრა ძალათა გადანაწილებაზე საკანონდმედბლო, აღმასრულებელ და სასამართლოს შორის, რათა არ
განვითარდეს ავტორიტარიზმი. ის მოითხოვს, რომ ხალხი მეტად იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, გამჭვირვალე მმართველობას, მედიის, როგორც მთავრობის დამოუკიდებელ მაკონტროლებელ ორგანოს, როლის გაძლიერებასა და კანონის
უზენაესობას. ასევე იმაზე, რომ ექსპერტები უნდა ჩაერთონ სხვადასხვა სფეროებში, რათა მოხდეს მათი დახვეწა. მაგ.: სასამართლო, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა, განათლება, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. გამოსვლისას დარბაზში ელაგა ბლანკები, რომლის შევსებაც შეეძლოთ სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს, სამუშაო ჯგუფში მოსახვედრად. 2.500 კაციანი დარბაზი სავსე იყო დაინტერესებული პირებით. დაახლოებით ამდენივე ადამიანი
იდგა გარეთ და ეკრანზე ადევნებდა თვალყურს ივანიშვილის გამოსვლას. ცნობილი სტუმრებიდან იქ იმყოფებოდნენ: მწერლები, მუსიკოსები, სპორტსმენები, ადამიანთა უფლებების დამცველები, ყოფილი პოლიტიკოსები. თანამოაზრეები
ივანიშვილმა თავიდანვე განაცხადა, რომ არ სურდა სააკაშვილის წინააღმდეგ მარტო ბრძოლა, არამედ გააერთიანოს ოპოზიცია და საერთო ძალებით იბრძოლოს. განსაკუთრებით დაფასებული და გავლენიანი მხარდამჭერი ივანიშვილს პატრიარქის სახელით ჰყავს. ის ივანიშვილთან ერთად წარსდგა პრესის წინაშე და პრეზიდენტ სააკაშილვს მოუწოდა, დაებრუნებინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობა. ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს მიიღო, რომელიც მაშინ ასევე რუსეთის მოქალაქე იყო. სადავო აღმოჩნდა მისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა. მან გამოსვლისას განაცხადა, რომ სურდა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა შეენარჩუნებინა, რაც ქართულმა უწყებებმა კარგად გამოიყენებს და ჩამოართვეს მოქალაქეობა, იმის საფუძველზე, რომ საქართველოში სამმაგი მოქალაქეობა კანონით
იკრძალება. ის, რომ ივანიშვილს საქართველოს საპატრიარქოსთან კარგი დამოკიდებულება აქვს, ამისთვის ორი მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ ეკლესიის მშენებლობისათვის ქველმოქმედმა უამრავი ფული ჩადო და მეორე ის, რომ საპატრიარქოს რთული დამოკიდებულება აქვს მთავრობასთან. სააკაშვლი და მისი მთავრობა საპატრიარქოსთვის ძალიან სეკულარულია, ხოლო რეფორმები ძალიან რადიკალური.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გაბრაზებულია მიღებული კანონით, რომლის მიხედვითაც,
სხვა რელიგიური კონფესიები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად არიან აღიარებულები. ამის გამო საპატრიარქო
შეშინებულია, რომ დაკარგადვის თავის განსაკუთრებულ სტატუსს ქვეყანაში. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დაძაბული
ურთიერთობის დასადასტურებლად შეიძლება ერთი მაგალით მოვიყვანოთ: როდესაც პატრიაქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქის 65 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში გაემგზავრა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის საპატრიარქო კრემლის აგენტობასა და საბჭოთა კავშირის აღსადგენად წარმოებულ ბრძოლაში დაადანაშაულა. საქართველოში ეკლესია ძლიერი
მოთამაშეა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამას გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ეკლესიას მოსახლეობის უფრო დიდი
პროცენტი ენდობა, ვიდრე სხვა ინსტიტუციებს. ქართველ ექსპერტებს სჯერათ, რომ ივანიშვილი ავტორიტარულ ტენდენციას გააძლიერებს. ასეთი პოლიტიკური სისტემა, რა თქმა უნდა იქნებოდა არაკონკურენტული და მესამე პარტიას აღარ დარჩებოდა ადგილი პოლიტიკურ სისტემაში შეეტანა ბალანსი.
ივანიშვილის ასეთი სწრაფი პოპულარობა ადასტურებს ქართველ ხალხში პოლიტიკური კულტურის არასებობას, კერძოდ
პიროვნების კულტს პოლიტკაში. შეძლებისდაგვარად, ბევრი ქართველი ივანიშვილში ხედავს მილიარდელის სახლით მხსნელსა და ქველმოქმედს. ნაკლებად ეხება საქმე იმას გვთავაზობს თუ არა ის კონცეპტუალურ ალტერნატივას.
საქართველოს 30-წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ სათავეში ირჩევდნენ არა პროგრამებსა და პარტიებს, არამედ პოროვნებებს. პოროვნებები კი ქრებოდნენ პოლიტიკური ასპარეზიდან, მათი მმართველობის დასრულების შემდეგ. როგორც მოხდა მაგალითად შევარდნაძის და მისი პარტიის შემთხვევაში. 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საპრეზიდენტო ძალაუფლების ხარჯზე პრემიერმინისტრის ძალაუფლების
გაზრდას ითვალისწინებდა, ჭორვილის ჭუჭყმა საკუთარი ქონების და კლეპტოკრატიული კლანის საკეთილდღეოდ დღემდე საკმაოდ კარგად გამოიყენა!
კონდრად ადენაუერის ფონდის კვლევებიდან...
* * *
პოტენციური ამომნრჩეველი ...
This post has been edited by ჩეკო on 5 Aug 2021, 17:14