#58228497 · 9 Aug 2021, 17:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მილიარდერი მიხეილ ლომთაძის მიმართვა, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს
---
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო „პოსტ ტვ“-ს წამყვან ჟურნალისტს შალვა რამიშვილს.
შალვა, შენ როდესაც „აკრედიგტაციის გარეშე“-ს აკეთებდი, მე ჩემი ოჯახით ასტანაში ვცხოვრობდი.
„აკრედიტაციის გარეშე“–ს ყოველი გასვლა ეკრანზე ჩვენთვის იყო ნამდვილი დღესასწაული, ნიჭიერების, ტალანტის ნამდვილი ფოიერვერკი. შენ, მაშინ როგორც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის კუმირი იყავი, რომელმაც გასაოცარი ნიჭიერებით წარმოაჩინე ქვეყანაში არსებული დამყაყებულ-დაჭაობებული გარემო და ადამიანებს პირდაპირ უთხარი, რომ ამ ჭაობში ცხოვრება შეურაცხმყოფელია ადამიანის ღირსებისათვის.
დღეს რა მოგივიდა, დღეს რა დაგემართა, შალვა? შენ, ასეთი ელვარე ნიჭით დაჯილდოვებული კაცი უნიჭოს როგორ ემსახურები? ნიჭი ღვთისაგან ბოძებული მადლია და შენ ამ მადლს უღირსთა და უკეთურთა სამსახურში როგორ ფლანგავ?
შალვა, როგორ ვერ ხვდები, რომ შენს მიერ შექმნილი „აკრედიტაციის გარეშე"-ს პერსონაჟებს დაემსგავსე თანდათან?
შენ ახლა ახალ "„აკრედიტაციის გარეშე"-ს უნდა ქმნიდე და ამ დროს ივანიშვილთან გარიგებული "პოსტ ტვ"-ის მეპატრონეები დაგარბენინებენ აღმა-დაღმა ხელისბიჭივით.
წამოდი შალვა და ახალი "სამნი & Co."-ს გადაღება დაიწყე, რომლის გამზადებული სიუჟეტი, ძველი "სამნი & Co."-ს სიუჟეტზე გაცილებით მძაფრი სიუჟეტი, ახალი ოდიოზური პერსონაჟებით, ცხოვრებამ მაგიდაზე დაგიდო, შენ კი მისი აღება გეზარება.
სახალხოდ გაძლევ სიტყვას, შენ დაიწყე ახალი "სამნი & Co."-ს გადაღება და მე დაგაფინანსებ!
და ბოლოს: ჟურნალისტთა შესანიშნავი კორპუსი მუშაობს "პოსტ ტვ"-ში, შესანიშნავი ახალგაზრდები არიან, ნიჭიერები, ლამაზები, განათლებულნი. მე მათ როგორც საკუთარ შვილებს ისე ვუყურებ და ძალიან განვიცდი იმ მდგომარეობას, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ.
გამოსავალი ერთია: ერთად წამოდით ყველანი ამ ორსახოვანი თუ სამსახოვანი ტელევიზიიდან და თქვენი პროფესიით დასაქმების გარანტიას მე გაძლევთ!
შეგახსენებთ რომ მიხეილ ლომთაძე ნომერ პირველი ქართველი მილიარდერია.
--------------------
სომხეთი = მესამე რომი!
www.armenia.am
მრცხვენია რომ ილია სომეხი იყო !
თუ ვინმეს ჩემი ნახვა გსურთ მობრძანდით წურწუმიას ექვს ნომერში
|