საფრანგეთის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე 2012 წლის თებერვალში ჩაანაცვლეს რენო სალენსით (ყოფილი დიპლომატი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანში).
მაგრამ როგორც ჩანს მისი მოღვაწეობა ამ ქვეყანაში არ დასრულებულა, ყოფილი ელჩი, ერიკ ფურნიე შესაძლოა მიხეილ ლომთაძეს მრჩეველი გახდეს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში - ამის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს ლომთაძის პრეს-სამსახური. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით შემოთავაზება პირადად ლომთაძისგან მიიღო ჯერ კიდევ მაისში და საუბარი იმდენად სერიოზული იყო რომ ფურნიემ საზაფხულო არდადეგებიც კი არ გაატარა ოჯახთან ერთად, ის ყაზახეთში იმყოფებოდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ლომთაძესან.
ამბობენ რომ ლომთაძეს ამ შემოთავაზებას ფურნიე არ დათანხმდებოდა რომა რა მისი და ლომთაძის საერთო მეგობრის, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პირადი თხოვნაც, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო ამ შეთავაზებას.
არსებული ინფორმაციით ფურნიე უხელმძღვანელებს დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. უნდა აღინიშნოს რომ ერიკ ფურნიეს საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები აქვს ისეთ გავლენიან ორგანიზაციებთან როგორებიცაა, ამნისტი ინთერნეიშენელი, ჰააგის ტრიბუნალი (ამ უკანასკნელის მოსამართლე, ანიტა უშაკა სხვათა შორის მისი და ლომთაძის გუნდში გადაბარგებული მინდია უგრეხელიძის ძალიან ახლო მეგობარია).
ყოფილი დიპლომატი ერიკ ფურნიე ცნობილია მისი საკმაოდ მკაცრი და მკვეთრი განცხადებებით არსებული ხელისუფლების მიმართ. მან ფაქტიურად ღიად დაადანაშაულა საქართველო 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყებაში. და მოგვიანებით ამ საკითხზე კომენტარს არიდებდა თავს.
გამოცემას თავად ერიკ ფურნიესთან დაკავშირება ამ ეტაპზე არ შეუძლია. როგორც ვიცით ის ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და უახლოეს დღეებში აპირებს საქართველოში ჩამოსვლას.
http://geo.palitratv.ge//akhali-ambebi/pol...-mrcheveli.html