Precursor
ერის მამა

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9096
წევრი No.: 25329
რეგისტრ.: 7-November 06
|
#58231967 · 10 Aug 2021, 16:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემო ძვირფასო თანაიუზერნო!
პარტაქტივებო, ბოტებო, ტროლებო და შიგადაშიგ - ინდმპოსტავებო!
ხანგრძლივი განსჯის, ჭვრეტისა და შეჯერებების შედეგად აღმოვაჩინე თემა, რომელსაც დიდიან-პატარიანად, ქალიან-კაციანად, და კიდევ რაღაც-რუღაციანად, ერთსულოვნად ან გაურბიხართ, ან ცდილობთ საღლიცინოდ გაიხადოთ, ან ფსევდოინტელექტუალური წიაღსვლებით დაასამაროთ -
- ეს არის რეფერენდუმი!
რა არის რეფერენდუმი?
ხალხურ ენაზედ რომ ავხსნათ, ჯერ მაგალითს ვიტყვი - 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქარტველოში გაიმართა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ და ზეაბსოლუტური უმრავლესობით ხალხმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას, რისი რატიფიცირებაც მოხდა პარლამენტის მიერ იმავე წლის 9 აპრილს, ხომა?
ჰოდა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მოპოვებულია არა ომით, არამედ უფრო მეტით - რეფერენდუმით და ვერცერთი სახელმწიფო წინ ვერ გადაეღობა ხალხის ნებას! (მცდელობა კი ჰქონდათ, მაგრამ - ამაოდ)
შემდეგ მოხდა რეფერენდუმის საერთოდ ამოღება პოლიტიკური სივრციდან და 30 წლის განმავლობაში ვიღაც თითლიბაზები ცდილობენ ხალხს ხმა გამოსტყუონ, რათა როგორც მათმა რჩეულებმა და წარმომადგენლებმა გვაცხოვრონ ისე, როგორც გვაცხოვრებენ კიდეც... ან არ გვაცხოვრონ საერთოდ...
ამას ჰქვია წარმომადგენლობითი დემოკრატია და ფაქტია, რომ თითლიბაზების რესურსი კიდევ დიდხანს ეყოფა ამ ქვეყანას, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში ისევ ასე გავაგრძელოთ ეს ცხოვრება... (ამასაც თუ ცხოვრება ჰქვია...)
ხმებს მიიტაცებენ, ან გამოგტაცებენ, ან გააყალბებენ და მერე ისეთ კანონებს იღებენ, მარტო თავად რომ აწყობთ. აგერ, ჩიჩილაკამაც ხომ მოინდომა 20 ივნისის ამნისტია? "მერე რა, თუ დავაშავე? ისეთ კანონს მივიღებ, რომ ჩამომეწერება! "
ხალხიც შორიდან უყურებს ამ წარმომადგენლობით დემოკრატიას და არავინაა უთხრას, რომ ნამდვილი, უშუალო, პირდაპირი დემოკრატია ნიშნავს ძალზედ მარტივ რამეს - კანონშემოქმედება აღარ არის პარლამენტარების, და მითუმეტეს, მმარტველი პარტიის საქმე! ნებისმიერ კანონს ღებულობს ხალხი რეფერენდუმების საშუალებით!
ანუ, გაქვთ საკანონმდებლო იდეა? განიხილავთ ნებისმიერ სოციალურ ჯგუფში, შეადგენთ კანონპროექტს და დაარეგისტრირებთ პარლამენტში. მერე პარლამენტარები იურიდიულად გამრთულ ფორმას მისცემენ და საეთაშორისო ნორმებთანა და კონსტიტუციასთან შესაბამისობასი მოიყვანენ. მერე კი განამწესებენ სარეფერენდუმო სიაში.
რეფერენდუმზე მიდიხართ და აძლევთ ხმას იმ კანონებს, რომელიც მოგწონთ და 91 თითლიბაზი შორიდან აფახულებს თვალებს...
რეფერენდუმზე კანონპროექტის მიღების შემდეგ საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია გარკვეულ ვადაში მოაგროვოს ამ კანონპროექტის მხარდამჭერთა დაწესებული რაოდენობა და კანონიც ძალაში შედის!
ანუ, პირიქით არის, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ კი მუშაობს შვეიცარიული საათივით! (ისე, შვეიცარია რომ ტყუილად არ ვახსენე, იმედია მიხვდით რატომ, თუმცა ამას არ შეიმჩნევთ, არა?)
ჰოდა, რაღა ეშველებათ თქვენს პარტიებს, ხილული თუ უხილავი საწრუპებით რომ არიან მიერთებულნი ხალხის ქონებაზე მომჯდარ "მქონებელთა კასტაზე"?
ვინღა გადაუფორმებს ხალხის ქონებას 1 ლარად?
ვინ დაუკანონებს მონოპოლიებს?
ვინ გადმოგიყრით სალაფავიდან ნამცეცებს?
აი, ამაშია საქმე!
ამიტომაც არც ერთი ოპოპარტია, მიუხედავად კრიზისისა, ცოცხალი თავით კრინტს არ დასძრავს რეფერენდუმისა და პირდაპირი დემოკრატიის შესახებ, არადა, თვითონვე არიარებენ, რომ ჩიხში არიან, რადგანაც არა აქვთ ხალხისთვის ისეთი გზავნილი, რომელიც მათ სახლებიდან გამოიყვანს!
ოპოებს თუ უნდათ ქოცების გაყრა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად იქცნენ პოსტქოცებად, ისევე როგორც ქოცები იქცნენ პოსტნაცებად - ხალხს არავინ დაუბრუნებს იმას, რაც მას წაართვეს!
ჰოდა, დედა არ ვატირე ამ ხალხის? "მთავარია მე ვიყო კარგად!"
პუსუ: მე ვთქვი - ვალი მოვიხადე, ხოლო თქვენ ახლა შემოცვივდებით და ხელფასის ოდენობის მიხედვით იღლიცინებთ - რატომაც არა?
პუპუსუ: აბა თქვენ იცით - ჯერ კარგად აამყრალეთ და მერე მალევე დააიგნორეთ, თორემ თავისით არ შაიძირება! თუმცა, შეიძლება მოდერმა "არაინფორმატიული სათაური" მოიმიზეზოს და დახუროს - ჯერ არ მომხდარა, თუ რა?
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|