#58237826 · 12 Aug 2021, 03:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Distortion ეგრეა ნამდვილად.. ეს ქეისი რაც ვთქვი ასე იყო. ბიჭი იყო უსიმპტიურესი 16 წლის, კაი ტანზე კაი ჯანზე, არა დაბულინგებული და მსგავსი პრობლემებით. ანუ ჩვეულებრივი, სტანდარტული ტიპი იყო, სპორტსმენი, მძლეოსანი თან წარმატებული.. უცებ ჩართო მუსიკა ბოლო ხმაზე, მეზობლები პირველად შეწუხდნენ მუსიკით მისი ეზოდან, ხოდა რო აღარ გაჩერდა ეს მუსიკა ბოლო ხმაზე აწეული, ბოლოს შევიდნენ და ნახეს რო ეზოს შესასვლელში ერთი ხის ტოტი იყო მოტეხილი, და სიღრმეში კიდევ ეს ბიჭი ეკიდა ხეზე.. ერთმა ხემ ვერ გაუძლო.. მარა მეორეზე მაინც მოიკლა თავი. კაააააააციშვილი ვერ იგებს რა მოხდა, უპრობლემო, პატიოსანი ტიპი იყო, გოგოებშიც არ უჭირდა და ბიჭურ ამბავშიც არასდროს არ შექმნია პრობლემები და რამე.. ვერც ოჯახი, ვერც ძმაკაცები, ვერც კლასელები ვერ ხსნიან ტიპმა რა ქნა.. მაგ სიკვდილის დღეს ვარჯიშობდა დარბაზში თურმე და იქაურმა კამანდამაც ჩვეულებრივად იყო, როგორც ყოველთვისო, წლები ერთად ემზადებოდნენ და ანუ კარგად იცნობდნენ, განსხვავებული არაფერი შეგვინიშნავს, ჯიგრულად ივარჯიშა და წავიდაო... გავგიჟი რა. მართლა გავგიჟდი.
|