გურამ შეროზია (დ. 29 ნოემბერი, 1989, ფოთი) — ქართველი ბლოგერი, ლექტორი, მარკეტერი, მოგზაური.
გურამ შეროზია
Გურამ შეროზია.jpg
დაბადების თარიღი
29 ნოემბერი, 1989 (31 წლის)
ფოთი
მოქალაქეობა
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება
ეკონომიკა და ბიზნესი
ალმა-მატერი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
GIPA,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა
ბლოგერი, ლექტორი, მარკეტერი
გურამ შეროზია დაიბადა 1989 წლის 29 ნოემბერს, ფოთში. დაამთავრა ფოთის #1 გიმნაზია და იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე. ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე, სწავლა განაგრძო მაგისტრატურაზე GIPA-ში, ხოლო 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადოქტორო პროგრამაზე.
2005 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში. 2007 წლიდან კარიერა განაგრძო საქართველოს ბანკში. 2008-2012 წლებში მუშაობდა თიბისი ბანკში, მისი ბოლო პოზიცია იყო საცალო სესხების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი სათავო ოფისში. 2011 წლიდან ლექციების წაკითხვა დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2015 წლიდან შეუერთდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს,[1] ხოლო 2016 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.[2]
2013 წელს მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია პალიტრა TV-ზე, გადაცემა „ბიზნეს ფაილის“ წამყვანად. 2014 წელს გახდა „იმედის დილის“ წამყვანი.[3] 2017 წელს ჰქონდა საავტორო გადაცემა "კაცების დრო"[4] საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც ოთარ შამათავასთან, რატი ამაღლობელთან და ბასა ჯანიკაშვილთან ერთად უძღვებოდა



რას ხედავთ უცნაურს?