დღეს მოცლილი ვარ და ვხედავ, რომ აქ ამ ბოლო დროს ცოტა საინტერესო თემებია შექმნილი, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა თემა ერთ-ერთ უძლიერეს ალბანელ მხედართმთავარზე და მის ბრძოლებზე ოსმალეთის წინააღმდეგ.
დაიბადა 1405 წელს. ბავშვობაში მძევლად იყო ოსმალეთის სულთან მურად II-სთან. მას მიაღებინეს ისლამი და ჩარიცხეს ოსმალთა ლაშქარში. როგორც ნიჭიერმა მხედართმთავარმა, ბეის ტიტული მიიღო და ალექსანდრე მაკედონელის სახელი ისკანდერ-ბეი უწოდეს. იგი არ წყვეტდა კავშირს ალბანელ პატრიოტებთან. 1443 წელს, ბალკანეთში ოსმალური არმიის შემადგენლობაში ყოფნის დროს, მოახერხა გაქცევა თანამოაზრეებთან ერთად და სათავეში ჩაუდგა ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ.
1444 წლის 2 მარტს სკანდერბეგმა მოიწვია ალბანელი დიდებულები ვენეციის მიერ კონტროლირებად ქალაქ ლეჟეში და მათ შექმნეს სამხედრო ალიანსი, რომელიც ისტორიოგრაფიაში ცნობილია, როგორც ლეჟის ლიგა. 1444 წლის ზაფხულში, ტორვიოლის ველზე, გაერთიანებული ალბანური ჯარები სკანდერბეგის მეთაურობით დაუპირისპირდნენ 25000 ოსმალოს, რომლებსაც ალი-ფაშა მეთაურობდა. სკანდერბეგს ჰყავდა 7000 ქვეითი და 8000 მხედარი.ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ტორვიოლის დაბლობზე, სადაც ერთმანეთის საპირისპიროდ დაბანაკდნენ. მეორე დღეს, 29 ივნისს, ალი გამოვიდა თავისი ბანაკიდან და დაინახა, რომ სკანდერბეგმა თავისი ძალები ბორცვების ქვემოთ შეეკრიბა. სწრაფი გამარჯვების მოლოდინში ალიმ უბრძანა მთელ თავის ძალებს ბორცვებთან შეტევა. სკანდერბეგი ელოდა ასეთ მანევრს და საკუთარი სტრატეგია ჰქონდა მომზადებული. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე ძალები ჩაერთნენ და მიაღწიეს საჭირო პოზიციონირებას, სკანდერბეგმა უბრძანა ოსმალეთის არმიის უკან ტყეებში დამალულ თავის ძალებს, დაერტყმებინათ უკანა მხრიდან. შედეგი დამღუპველი იყო ოსმალეთისთათვის, და მათი მთელი ჯარი განადგურდა.
ამის შემდეგ მეორე დიდი ბრძოლა მოხდა მოკრასთან 1445 წლის 10 ოქტომბერს. 3500 ალბანელი 15000 ოსმალს დაუპირისპირდა. სკანდერბეგმა თურქები ტყეში შეიტყუა, სადაც ცუდი რელიეფის გამო ისინი მალევე ხაფანგში გაემბნენ. გარდა ამისა, სკანდერბეგს ყველა გზა და გასასვლელი ჰქონდა გადაკეტილი. ბრძოლაში დაიღუპა ოსმალეთა ლიდერი ფირუზ ფაშაც.
1446 წლის 27 სექტემბერს ოტონეთეს ბრძოლაში სკანდერბეგმა 5000 კაცით შეუტია 15000 თურქის ბანაკს. ბანაკი არეულობაში მოექცა, რადგან ალბანელებმა იქ შეაღწიეს და ,,ის სასაკლაოდ აქციეს".
1447-48 წლებში ვენეციასა და ალბანელთა შორის ომი მიმდინარეობდა. ვენეციელები სასტიკათ დამარცხდნენ და მდინარე დრინის ალბანეთის მხარეზე მდებარე ყველა მიწა გადაეცა ლეჟის ლიგას.
1450 წლის 14 მაისიდან 1450 წლის 23 ნოემბრამდე კრუის ალყის დროს ოსმალებმა 100 000 ჯარით ალყა შემოარტყეს ალბანეთის ქალაქ კრუიას, მრავალი წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ ოსმალები დამარცხდნენ.
1502 წელს დაიწყო მორიგი ომალთა შემოსევა ალბანეთში ჰამზა ფაშასა და ტაჰიფ ფაშას ორმაგი მეთაურობით, დაახლოებით 25000 კაციანი არმიით. სკანდერბეგმა შეუტია და დაამარცხა ჰამზაც და ტაჰიპიც. ტაჰიპი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო ჰამზა ტყვედ ჩავარდა და 13000 ოქროდ გამოისყიდეს.
1453 წლის 22 აპრილს მეჰმედმა ალბანეთში კიდევ ერთი ლაშქრობა გაგზავნა იბრაჰიმ ფაშას მეთაურობით. იმავე დღეს, მიუხედავად ქარიშხლისა, სკანდერბეგმა წამოიწყო სწრაფი კავალერიის შეტევა, და შეიჭრა მტრის ბანაკში, რამაც გამოიწვია არეულობა და ქაოსი. იბრაჰიმი მოკლეს მოქმედების დროს თავის 3000 კაცთან ერთად. ის ტრიუმფალურად დაბრუნდა თავისი ჯარით, რომელთანაც ნადავლი გაიყო.
1457 წლის ზაფხულში ოსმალეთის არმია დაახლოებით 70 000 კაცს ითვლიდა
და ალბანეთის წინააღმდეგობის ერთხელ და სამუდამოდ განადგურების იმედით კიდევ ერთხელ შეიჭრა ალბანეთში. ამ ლაშქარს ხელმძღვანელობდნენ ისაკ-ბეგი და ჰამზა კასტრიოტი, სარდალი, რომელმაც ყველაფერი იცოდა ალბანური ტაქტიკისა და სტრატეგიის შესახებ. სკანდერბეგი გაიქცა და თითქოს გაქრა რამაც გამოიწვია უამრავი ჭორის გავრცელება და ოსმალებს იმედი მოეცათ. მაგრან 2 სექტემბერს სკანდერბეგმა შეუტია ოსმალეთის ჯარებს მათ ბანაკებში და დაამარცხა ისინი მოკლა 15000 ოსმალი, ტყვედ აიყვანა.
ამის შემდეგ იგი დაუახლოვდა პაპს და ნეაპოლის მეფეს ფერდინანდ I-ს, რომელსაც 1460-1462 წლებში დაეხმარა ტარანტოს სამთავროს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ნეაპოლის დაცვის შემდეგ, სკანდერბეგი სახლში დაბრუნდა, და მალევე შეატყობინეს ოსმალთა შემოჭრა. ალბანეთს უახლოვდებოდა ოსმალთა სამი ლაშქარი. სკანდერბეგმა სამივე დაამარცხა და ამან აიძულა სულთანი მეჰმედ II დათანხმებულიყო 10-წლიან ზავზე.
ეს ხელშეკრულება რამდენჯერმე დაირღვა, საბოლოოდ კი კრუის მორიგი ალყა მოჰყვა (1466–1467), სადაც მნიშვნელოვანი ვენეციური ძალები იბრძოდნენ. ბრძოლა კვლავ ოსმალეთის დამარცხებით დასრულდა.
ამის შემგეგ კრუის მესამე ალყის დროს (1467) სკანდერბეგი იძულებული გახდა მთებში გახიზნულიყო და ალბანელებმა მიატოვეს ქალაქის დაცვა. თუმცა ოსმალებმა მაინც ვერ დაიმორჩილეს ქვეყანა. საბოლოოდ
სკანდერბეგი მალარიით დაავადდა და გარდაიცვალა 1468 წლის 17 იანვარს, 62 წლის ასაკში.
* * *



This post has been edited by Aleksandre166 on 18 Oct 2022, 01:03