სულ მიკვირდ:
ამ პროაქტიული ქოცებს მიშას მიმართ სიძულვილი წლები რატომ არ უნელდებთ, ნაცებზე უფრო ხშირად მიშას თვითონ რატომ ახსენებენ?
წლები ვერ ვხსნიდი ამას.
ბოლოს მივხვდი, მიშა არაფერ შუაშია აქ, უფრო სწორედ ირიბადაა კავშირში:
არსებობს დანაშაულის კომპლექსი:
მაგალითად ადამიანის მოკვლის, ძალადობის, მოპარვის,... დამნაშავეს წარშულში ჩადენილი დანაშაული მუდმივად აწუხებს,
სულაც რომ არავინ არ იცოდეს ირგვლივ, თვითონ ხომ იცის რაც გააკეთა? ამიტომ უწევს საკუთარ თავზე მუდმივი ძალადობა (ფსიქოლოგიური):
რომ რაც გააკეთა სწორი იყო, რომ ამით ვიღაცა/რაღაცა გადაარჩინა, რომ მსხვერპლი სინამდვილეში ბოროტი იყო,... ვარიაცია ბევრია მაგრამ იდეა მგონი გასაგებია.
წარმოდიგინე ახლა რომ რომ ხელისუფებაში მოიყვანე ქურდები და კრიმინალები და მათ შენი ქვეყანა გაძარცვეს, გაანადგურე, უკან წაწიეს წლებით, დააბრუნეს რუსულ ორბიტაზე, საერთაშორისო სარბიელზე გააქრეს...
ერთუჯრედიანებისთვის:
არ ვიდავოთ ასეა თუ არა, უბრალოდ დავუშვათ ასეთი რეალობა - სხვა პარალელურ სამყაროში

რა ხდება ამ დროს?
სიტუაციას ართულებს ის, რომ ზემოთაღწერილი, ინდივიდუალური დანაშაულის (რომელიც ერტჯერადია) შემთხვევისგან განსხვავებით,
შენი დანაშაული წლებია გრძელდება და არ ჩერდება, შენმა მოყვანილმა კრიმინალმა სხვა ყველა მთავრობაზე ორჯერ მეტი საგარეო სესხი აიღო და შეთვლიფა, შენ შენ შვილებს და შვილიშვილებს ვალები დაადო.
შეიძლება 2012-ში ვერ მიმხვდარიყავი ამას, კარგი 2014-შიც მაგრამ 2021-ში ეს უკვე ფაქტია შენთვისაც, არააქ მნიშვნელობა ამით რამდენს სარგებლბ,
ფაქტი იცი რომ ქვეყნის მომავლის გაყიდვის ფასად ვიღაცეები მდიდრდებიან და კარგად არიან და ამის თანამონაწილე ხარ შენ!
როგორ გინდა რომ ამით იცხოვრო?
ჩემი აზრით შეუძლებელია და ყოველდღე ნარკოტიკივით გჭირდება რაღაცა, რომ თავი მოიტყუო, რომ შენ სამშობლოს და შენ მომავალს კი არ ყიდი - არამედ რაღაცას ებრძვი.
ჰოოდა ყავთ ეს მიშა და ებრძვიან, აქედან უკრაინაში...
ანუ ტიპი ორჯერ ხომ ეზიზღებათ:
- ჯერ რომ ესენი გვერდზე გაწია და ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსა - უამათოდ,
- მერე ამათ ჩააბარა ქვეყანა და ტავის თვალით ხედავს ყველა, რაც დამართეს ქვეყანას.
თვითონვე ხედავენ, ჰოოდა იმ მულტფილმისა არ იყოს: საკუთარ თავს ხომ არ შეიძულებენ ....
და მერე რომ ხვდებიან რომ ამის მიზეზი მათშია და არა სხვაში, კიდევ უფრო ეზიზღებათ კიდე და იციკლებიან ამ სიძულვილში...
აბა ეგრე რომ არ იყოს, ნაცები მიხვდნენ და თქვენ როგორ ვერ მიხვდით თქვე უბედურებო რომ ეგ აქ აღარაა ჩამოსმსვლელი?
მაგრამ გაწყობთ მასე რომ იყოს, მიზეზი გიჩნდებათ რომ კიდევ ერთხელ მიალომბარდოტ შვილიშვილების მომავალი და თან თავი მოიტყუოთ რომ კაი საქმე ქენით.
აი ეს დაემართებათ ქოცებს, და ახლა არიან დაწყევლილ წრეზე (აზროვნების ხაფანგში - დავწერდი მაგრამ ქოცი ამ სიტყვას ვერ გაიგებს)
საიდანაც ესენი თავისი ძალით ან გარედან "ქოც-ქოც"-ის ძახლით ვერ გამოვლენ, ფაქტია - ამ ხალხს თუ არ დავეხმარეთ, უფსკრულში გადაგვჩეხავენ...
ეს გარდაუვალია,
ოღონდ რა უნდა მოვუხერხოთ?
მე არ ვიცი...
ვერ მოვიფიქრე... და თუ ვერ მოვიფიქრეთ - დაღუპულები ვართ...
This post has been edited by Data_TuTashxia on 13 Aug 2021, 19:43
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას ...© კ. გამსახურდია
სიცილი მონის უკანასკნელი ბასტიონია. © ნიცშე.