giorgy21არაკომერციულ/საქველმოქმედო ორგანიზაციას თუ აკეთებ, ერთადერთი შანსი გაქვს იურიდიული ფორმის მხრივ - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. რეგისტრირდება იუსტიციის სახლში. მართვას რაც ეხება, ეგ შენ თავად უნდა იცოდე, იქიდან გამომდინარე, თუ რა გინდა. თუ 1 კაცი უნდა იყო თავად, მაშინ დირექტორიც შენ იქნები და ბუღალტერიც

თუ ფართო ორგანიზაციას აწყობ, მაშინ წევრები და მმართველობის ორგანოები დაგჭირდება.
ალბათ გრანტები უნდა მოიზიდო ხო? დასაწყისისთვის გირჩევდი შენ იყო მარტო და ვინც დაგჭირდება დამატებით, იურიდიული პირის სახელით დაიქირავო შესაბამისი ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. რო გაიზრდება ორგანიზაცია, თავად მიხვდები მერე ვის რამდენი და რა უფლებამოსილება უნდა გაუნაწილო და როგორ ჩამოაყალიბო უფლებამოსილებების სისტემა ისე, რომ ეფექტურად შეასრულოს ორგანიზაციამ თავისი ამოცანები.
This post has been edited by Grows on 25 Aug 2021, 02:34