ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი განწყობით, საუბრის მანერით, გულწრფრლობას ვიწვევ ხალხში. ვუსმენ ადამიანებს, უპირველეს ყოვლისა და ვცდილობ მათი თვალით დავინახო პრობლემა/გადავჭრა იგი.

ბოლოს ვისაუბრე ადამიანთან, რომელსაც სერიოზული კომპლექსები ჰქონდა გოგონებთან ურთიერთობის.
რომ აღვწერო ეს ტიპი ორი-სამი წინადადებით:
კარგი ტიპია, სიმპათიური, საკმაოდ პოპულარული თავის წრეში. ირგვლივ სულ ახვევია 'პრადვინუტი' გოგოები, რომლებიც თავისუფლად ლაპარაკობენ მათ სექსუალურ ცხოვრებაზე.
შესაბამისად, ამ ბიჭს, არა ერთხელ მოუსმენია საყვედური, ან ისტორია,თუ რა საშინელებაა, ბიჭს პატარა სასქესო ორგანო რომ აქვს.
ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ სწორედ ამ ისტორიებმა, გოგოების არასწორმა წარმოდგენამ მამაკაცის ფალოსზე, გაუჩინა კომპლექსი ჩვენი ისტორიის გმირს.

მას ეშინია სექსის, ეშინია საყვარელი ადამიანის თვალებში იმედგაცრუების ამოკითხვის, ეშინია ზოგადად საპირისპირო სქესთან ურთიერთობის.
მე ვცადე დამემშვიდებინა მეგობარი. ვანახე რუკა, რომელზეც ქვეყნების მიხედვით არის მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოს საშუალო ზომები დატანილი.

ამით ავუხსენი, რომ არასწორი წარმოდგენა აქვს ამ კონკრეტულ საკითხზე.
რომ საგანგაშო არაფერი სჭირს, უნდა მოიხსნას კომპლექსები და დაიწყოს სრულფასოვნად ცხოვრება.
საპასუხოდ მხოლოდ ჩაიბუტბუტა:
"კი მაგრამ... აბა ის გოგოები რომ მიყვებოდნენ?"
სხვა გზა,
და საქმეარ მქონდა, ამიტომ დავიწყე ისევ მისი გადარწმუნება.
ავუხსენი, რომ დიდი ალბათობით, ფალოსი მაგ გოგოებს მარტო პორნო ფილმებში ჰქონდათ ნანახი და ამიტომ შეიცხადეს ზომა, როცა რეალურ ცხოვრებაში, ჩვეულებრივ ბიჭთან დაიწყეს ურთიერთობა.
ჩემივე პასუხმა დამაფიქრა.
ბოლო დროს, ძალიან აქტუალურია ფლას საიზ მოდელების, ბოდი ფოზითივის თემა.

გამოდიან ქალბატონები რეტუშის, მოდის ინდუსტრიის წინააღმდეგ და ითხოვენ უფრო "რეალისტური" სურათის დახატვას.
ანუ, მოდის ინდუსტრიას რომ აქვს ის სტანდარტები, საზიანო არის ჩვეულებრივი გოგოების ფსიქიკისთვის და კომპლექსებს უჩენსო მათ.
პარალელი რომ გავავლოთ, ზუსტად იგივე ხდება პორნო ინდუსტრიის და მამაკაცების შემთხვევაშიც.
უზარმაზარი პენისების ნახვა, კომპლექსს უჩენს ბიჭებს და მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ისეთ წარმოდგენას უქმნის, რომ ეს ნორმაა და ასეც უნდა იყოს.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ გოგოების უმეტესობა ამას ვერ აცნობიერებს და ამიტომ თავმოყვარეობას ულახავენ ისედაც დაკომპლექსებულ ყმაწვილებს.

არადა რომ უთხრა, შენს გასიებულ ტრაკს მიხედეო, ალბათ დაიწყებენ მორალფაგობას.
ორმაგი სტანდარტები. ვერაფერს ვიტყვით.
დარწმუნებული ვარ, ყველას ერთხელ მაინც გიგრძვნიათ, როგორ მიექანება თქვენი თვითშეფასება პლინტუსს ქვემოთ.
არ გქონიათ საკმარისი რწმენა საკუთარ თავში და ვან ნაით სთენდი გაგიმაზავთ.
სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ მეგობრებო, რომ ამომიდგეთ მხარში.
მოვთხოვოთ პორნო ინდუსტრიას, რეალისტური, საშუალო ზომის ფალოსები.
დროა მოიხსნათ კომპლექსები.
დროა იბრძოლოთ ფსიქიკურად ჯანსაღი, სექსუალურად აქტიური მომავლისთვის.
ფლას საიზ მოდელებმა თუ შეძლეს თავისის გატანა, თქვენც შეძლებთ!!!!
This post has been edited by dryade on 27 Jan 2018, 04:45