ჩვენი განცხადებების საიტი
https://www.hipermarket.ge/Auto/Cars ახალ დიზაინზე გადავიყვანეთ და ახალ ფუნქციებსაც ვამატებთ.
გვინდა დავამატოთ უცხოური აუქციონებიდან განცხადების პარამეტრების ავტომატური გადმოტანის ფუნქცია, როგორც საიტ myauto.ge-ს აქვს იმის მსგავსი.
მე არ ვიცი ეგ პროგრამა როგორია და როგორ მუშაობს, მაგრამ ვიცი რომ ავტო-დილერები იყენებენ და საჭირო რამეა.
მინდა რჩევები იმათგან, ვინც მაგ პროგრამას იყენებთ, ანუ როგორ მუშაობს, რა ფუნქციები აქვს, რას აკეთებს, აუცილებელი მონაცემები რომელია და ასე შემდეგ. მაქსიმუმ 1 თვეში ეგ პროგრამა უნდა მუშაობდეს უკვე, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ მაგ საკითხზე.
ცხადია ვალში არ დავრჩებით და თუ ვითანამშრომლებთ მაგ საკითხში, ბევრი შეღავათის გაკეთება შეგვიძლია ჩვენს საიტზე, თუნდაც თქვენი განცხადებების უფასო რეკლამა.