20 აგვისტოს ელონ მასკიმ ხელოვნური ინტელექტის დღეს მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა ჰუმანოიდი რობოტის პროექტი, რომელიც დასრულდება ერთ წელიწადში. ცნობილია ელონ მასკის დამოკიდებულება ხელოვნური ინტელექტის მიმართ, ის მოუწოდებდა საზოგადოებას რომ არ იჩქარონ რადგან ეს უაღრესად სახიფათოა. ამის მუხედავად, მასკიმ განცხადა რომ ამას სხვა მაინც გააკეთებს, ამიტომ ჩვენ ვიზამთ და თან ყურადღებას მივაქცევთ რომ უსაფრთხო იყოსო.
თესლა ბოტი აღჭურვილი იქნება იგივე სანავიგაციო სისტემით რაც ვითარდება თესლას მომავლის ავტომობილებში. რობოტს არ აქვს ვიდეო თვალები (როგორც ეს სამეცნიერო ფანტასტიკამ მიგვაჩვია) ის რადიო ტალღებით ქმნის გამოსახულების სიმულაციას და ხედავს 360 გრადუსით ყველაფერს. რობოტს შეეძლება 70 კილოგრამი ტვირთის აწევა, მაქსიმალური სიჩქარე იქნება 8 კმ. საათი. თესლა ბოტი შეცვლის ადამიანს სახიფათო და მოსაბეზრებელ საქმეში.
ეს ნიუსი თითქოს არაფერს ცვლის ჩვენ ცხოვრებაში მაგრამ შესაძლოა გუშინ კაცობიობის ისტორიაში ისტორიული დღე შედგა. საზოგადოება აჟიტირებული იმიტომ არ არის რომ მზა პროდუქტი ჯერ არ წარადგინეს, მაგრამ საიბერპანკის რეალობა უკვე ახლოსაა. ახალშობილებს ვულოცავ, თქვენ უფრო საინტერესო პერიოდში დაიბადეთ, ჩვენ კი მაინც მოვესწრებით საოცარ ცვლილებებს.
მოდი გავაანალიზოთ მახასითებლები რომელიც კომპანია თესლამ დაგვპირდა. ჩვემთვის მნიშვნელოვანია სიტყვა „სახიფათო“, რადგან ეს ნიშნავს რობოტის გამძლე და ფუნქციონალურ მონაცემებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსოლუტურად უაზროა, თუ თელსა რობოტიკსი ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიების ურთულეს ნაწარმს მხოლოდ იმისთვის რომ თოვლი გადახვეტოს და მაღაზიიდან პური მოგვიტანოს. ცხადია რობოტი იქმნება მარსის კოლონიზაციისთვის. რაც შეეხება მის ჰუმანოდურ ფორმას ესეც უფრო PR კამპანიის ნაწილია. რობოტი ჰუმანოიდის ფორმით მაინც უფრო სოციალური პროექტია, ადამიანი ვერ შეძლებს ემოციურ ურთიერთობას ტექნიკასთან თუ მას ჰუმანოიდის ფორმა არ აქვს. ასე რომ ასეთი რობოტის აუცილებელი ფუნქცია უნდა იყოს კომუნიკაციის უნარი, რაც ასევე ურთულესი დავალებაა, თუმცა ადამიანურ კომუნიკაციის ალგორითმზე ბევრია ნამუშევარი. თანამედროვე პროგრამებს შეუძლია სტატიის წერა, ასევე არის პროგრამები რომელიც არჩევს ქალის და მამაკაცის ნაწერს, ასე რომ კონტექსტუალური მნიშვნელობების გაგებაც არ უნდა იყოს დაუძლეველი დაბრკოლება. ასეა თუ ისე, ადამიანის ფორმა საკმაოდ შეზღუდულია, ჩვენი ანატომია გამორიცხავს მძიმე ტვირთების აწევას, სწრაფ სირბილს და ა.შ. რეალურად რობო ტექნიკა სავარაუდოდ მწერების დიზაინით განვითარდება და ზომაში დაპატარავდება კონკრეტული ფუნქციების მიხედვით მოხდება დიზაინის დაპროექტება.
მაინც ჩემთვის საინტერესოა როგორ შეცვლის შრომით ბაზარს რობოტები. უპირველეს ყოვლისა უნდა გავიაზროთ რომ წარმოების მთლიანად რობოტექნიკით აღჭურვა ძვირი და ხანგრძლივი პროცესია, საწარმოო რობოტები უკვე ემსახურებიან მანქანათ მშენებლობას, ხელოვნური ინტელექტი მართავს საფონდო ბირჟას, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტს. რობოტები უკვე დიდი ხანია ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ ისინი მხოლოდ ანგარიშის ალგორითმულ პროგრამით გვემსახურებიან. ჰუმანოიდი რობოტი კი უკვე ადამიანის პირად სივრცეში შემოჭრაა, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რობოტს ადამიანის მოქმედებათა ინტერპრეტაციის უნარით. რობო-ტექნიკამ უკვა დაამტკიცა თანამედროვე მანქანათმშენებლობაში რომ საიმედო პროდუქტია, რომლის შეძენა ძვირია, თუმცა დროის მცირე მონაკვეთში გამოიმუშავებს გაწეულ ხარჯებს, რადგან ხარისხი სტანდარტიზირებული, წარმოება შეუფერხებელი და სწრაფია.
ასე რომ, ჰუმანოიდი რობოტები სამომავლოდ ბევრ სამუშაო ადგილს დაიკავებს და პროფესიები, რომელიც დღეს აქტუალურია მომავალში გაქრება. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მორგებულია დღევანდელ ტექნოლოგიურ ვითარებას, მომავალი წლიდან კი ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და არ არის გამორიცხული, რომ სულ რაღაც 10-20 წელიწადში პროფესიის გარეშე დავრჩეთ, ან იგივე პროფესია ადამიანისთვის დარჩეს მხოლოდ მესამე სამყაროში.
ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ჩემი აზრით უნდა გავითვალისწინოთ პროფესიული მომსახურების სპეციფიკა, არის თუ არა მასში ჩართული ადამიანური ემოციები, ალტრუიზმი, და თანაგრძნობა. თუ პროფესია მოითხოვს მოქმედებათა სიზუსტეს. ჩემი აზრით მხოლოდ ის პროფესიები გადარჩება რის საფუძველშიც დევს „ადამიანური შეცდომის“ ცვლადი. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო მზარეულის პროფესია. დიახ სპეციალურ მანქანას შეუძლია სტეიკის შეწვა, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ რომ Rare-medium-well done სტეიკს ყველა კვებით იბიექტში მულტიმედიაზე ოპციის დაფიქსირებით ვამზადებთ, ისე რომ სულ ერთი და იგივე გემო აქვს, ამით საერთოდ დავკარგავთ კვებით ტკბობის სიამოვნებას. მზარეულის პროფესიონალიზმში ხომ შეცდომების მინიმალიზაციის ძალისხმევას და შემოქმედებითობას ვგულისხმობთ, თუმცა იგივე გორდონ რამზიმ შეიძლება თოხლო კვერცხი გადაგიხარშოთ. ჩვენ იმიტომ ვიცვლით კვებით ობიექტებს რომ ვამოწმებთ მომსახურე ადამიანთა ძალისხმევას, და მის ფანტაზიას და ინტეპრეტაციას, რომელიც სულ განსხვავებულია და სწორედ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებით ვიღებთ ემოციას. იგივე შეიძლება ითქვას მუსიკოსზე, იუთუბზე დევს ვიდეოები სადაც რობოტი უბადლოდ ასრულებს პიანინოს პარტიას, ასევე ხელოვნურმა ინტელექტმა შექნმა შესანიშნავი სიმფონიები, მაგრამ ეს ხომ არ არის მუსიკით ტკბობა, არამედ ტექნიკით ცნობისმოყვარეობაა.
მე მგონი აქედანვე თადარიგის დაჭერა გადაჭარბებულია, მაგრამ ჩვენი შვილების თაობა ნამდვილად იქნება სხვა რეალობაში და მოუწევთ შრომითი ბაზრის ტენდენციების გათალისწინება. პროფესიები რომელიც მოითხოვს სიზუსტეს და მიუკერძოებლობას, გადავა მთლიანად AI -ს ხელში ჩემი აზრით, პირველი პროფესია რომელიც გამოგვეცლება ხელიდან, იქნება მძღოლის პროფესია. შემოდეგ მოყვება დაწესებულების მართვის და მენეჯმენტის პროფესიები რომელიც მთიანად ხელოვნურ ინტელექტის განკარგულებაში გადავა. დავუშვათ საბანკო სექტორში, სადაც ადამიანური სერვისით კლიენტის ტანჯვა წარსულს ჩაბარდება. ხელოვნური ინტელექტი კი სააქციო საზოგადოების კაპიტალს განკარგავს ისე რომ მფლობელი დაზღვეული იქნება შეცდომებისგან, ქურდობისგან და თაღლითობისგან.
ჩემი აზრით, ხელოვნურ ინტელექტის ხელში გადავა სამედიცინო სფეროც. როგორც დიაგნოსტიკა ისე მკურნალობა რობოტების ფუნქცია გახდება. არ იფიქროთ რომ ექიმი რობოტები ჰუმანოიდები იქნებიან, იმიტომ ქირურგ რობოტს ორი ხელი არ ეყოფა, ასევე შიდა ოპერაციებისთის იქნება გამოყენებული მიკრო რობოტები და ნანო ტექნოლოგია, ადამიანი ექიმის პროფესია შემოიფარგლება კონსულტაციით, მთლიანად ადამიანის განკარგულებაში დარჩება მხოლოდ კლინიკური ფსიქიატრია და ფსიქოლოგის მომსახურება.
როცა ვახსენე მიუკერძოებლობა, ეს საკითხი ვერ გავრელდება ისეთ სფეროებზე რომელიც მოითხოვს ადამიანურ თანაგრძნობას და ემოციებს. ასე რომ რობოტებს საინფორმაციო სააგენტოები მაინც დარჩება ადამიანების ხელში და საზოგადოების მოტყუებას ჩვენს სიცოცხლეში ვერ დავეხსენებით.
ასევე წარმოუდნგენელია რობოტები იყვნენ დამსჯელები, ამიტომ მათ ვერ ვიხილავთ პოლიციასა და ჯარში, Sorry Skynet მაგრამ ამის შანსი 0-ია. იდეაში უკიდურესად ეფექტური იქნებოდა მოსამართლე ხელოვნური ინტელექტი, ამ შემთხვევაში არ იქნებოდა საჭირო ადვოკატის და პროკურორის პროფესიებიც, ალგორითმი მტკიცებულებებიდან და გარემობებიდან გამომდინარე მიიღებდა მყისიერ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა პოლიციის ჯარის და სასამართლოს ხელოვნური ინტელექტით მართვა იქნება უაღრესად ეფექტური, თუმცა ადამიანური შიშები არ დაუშვებს რომ ადამიანთა ბედს წყვეტდეს მანქანები.
ადამიანის ხელში დარჩება პოლიტიკა და პოლიტიკოსის პროფესია. მას ვერასდროს ვერ შეასრულებს ხელოვნური ინტელექტი, ასე რომ ამ მხრივაც აპოკალიპტური წინასწამეტყველებები გულუბრყვილო გადაჭარბება მგონია.
არ იფიქროთ რომ მომავალი ბედნიერი რეალიზებული სოციალიზმი იქნება. მხოლოდ იდეალურ უტოპიაში შეიძლება წარმოვიდგინოთ დალხინებული ადამიანი რომელიც უზრუნველყოფილია ჭარბი პროდუქტით, რომელსაც AI ტექნოლოგიები აწარმოებენ, ჩვენ კი გვაქვს მოგონილი პრობლემები ვირტუალური სივრცეში სადაც ყველანი ერთავ ვთამაშობთ MMORPG- როგორც „Player one ready”.
სწორედ ხელოვნურ ინტელექტსა და ბიო ინჟინერიასა ნეიროლინკურ გაჯეტებზე წვდომა იქნება ახალი უთანასწორობის მიზეზი. მხოლოდ წარმატებულ ეკონომიკებს ექნება რობოტექნიკით მოწყობილი ეკონომიკა, განვითარებად სამყაროში როგორიც დაუშვათ საქართველოა მხოლოდ ფინანსურ სექტორში შეიძლება დაინერგოს (დაუშვათ ბანკებში) და მედიცინაში, მაგრამ განსხვავებით დასავლეთისგან, აქ მხოლოდ ნაწილობრივ იქნება და ადამინური რესურსით მაინც იქნება შევსებული თანამდებობები. განუვითარებელ სამყაროში კი რობოტექნიკა მხოლოდ ტრანს-ნაციონალურ კორპორაციების ინტერესებს მოემსახურება, ანუ ლუზერები დარჩებიან ლუზერებად და უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება.
ინგლისური ტექსტი აქ.