"ელია - ქართული წარმართული ღვთაება, წვიმა-სეტყვისა და ჭექა-ქუხილის განმგებელი.
ხალხური წარმოდგენით, იგი ცაზე ეტლით დაგრიალებს, ბრმა არის და ზოგჯერ უადგილო ადგილას დაუშენს სეტყვას. ამიტომ სეტყვის ღრუბელი რომ გამოჩნდებოდა, თოფის სროლასა და ზარების რეკვას ატეხდნენ: ელია გაიგონებს, მიხვდება, აქ სოფელია და გაგვეცლებაო."