#62243783 · 31 Aug 2025, 17:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგობრებო.
დაახლოებით 3-4 წლის წინ "აღმოვაჩინე" საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში არის 13 საერთაშორისო (ს-1, ს-2... ს-13) და 216 ადგილობრივი მნიშვნელობის (შ-1, შ-2...შ-216) გზა. იმ მომენტისთვის ბევრ გზაზე ნამყოფი ვიყავი თუნდაც იმის გამო, რომ ბევრ შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი დღის წესრიგიდანაა გამოწვეული (მაგალითად, ს-1 თბილისი-სენაკი-ლესელიძე ან შ-30 თბილისი-თიანეთი). დავიწყე ისეთ გზებზე ბოდიალი, სადაც არ ვყოფილვარ და შეიძლება არც მომწეოდა წასვლა (შ-68 დმანისი-ბედიანი მაგალითად). თუმცა ამ ბოდიალში ახალ რაღაცეებს ვნახულობდი, ვეცნობოდი და ბოლოს მივედი იქამდე, რომ დამრჩა 3 შიდასახელმწიფოებრივი გზა. ესაა - ტალერი-ლებარდე, ჟინვალი-შატილი და ფშაველი-ომალო (თუშეთი). წელს არამგონი, მაგრამ მომავალ ამ დროს გზების დეპარტამენტში "მიმიღებენ" ალბათ, როგორც ყველა მათი გზის "აღმრიცხველს")) ჩემს "სიაში" არ შედის ბუნებრივია ის გზები, რომლებიც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე სრულად (რაც ნაწილობრივ ოკუპირებულია, მაგ შ-25, ის გავიარე). ასევე ყველა გზა ბოლომდე არც არსებობს (მაგალითად შ-100 ხაიშიდან საკენისკენ ან შ-199 ახალციხიდან ხევისკენ). თუმცა სადამდეც შევძელი, მივედი და გალოჩკა დავსვი) ამ ყველაფერმა ასევე დამანახა გუგლ სთრით ვიუს აუცილებლობაც, რადგანაც ვკითხულობდი სად როგორი გზა იყო, მაგრამ არ იცოდა ხალხმა, არ ყოფილან იქ ან დიდი ხნის უკან იყვნენ. ამიტომ, ნაწილობრივ, ბოლო 1-1,5 წელია ამ საქმითაც "დავკავდი" და სადაც ამ ბოლოს მოვხვდი, ყველაფერი ავტვირთე გუგლზე. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, რაც 3-4 წლის უკან მივიღე და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოს მოვლილი მაქვს თითქმის (მომავალ წელს ეს სიტყვაც აღარ მექნება)) სრულად))
მადლობა ყურადღებისთვის ))
--------------------
Only Easy Day Was Yesterday
|