საქართველოში ყოველი მეექვსე მოქალაქე ღატაკია
ეპიდემიურმა სიტუაციამ საქართველოს სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების დონე მკვეთრად გააუარესა. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა გაღარიბდა და შემწეობის მიმღებთა წრე გაფართოვდა, მუდმივად მატულობს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც შემწეობას ითხოვს. მათი რიცხვი 1 მილიონს აღემატება.
როგორც პროფესორი პაატა აროშიძე ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, სიღარიბის მასშტაბური ზრდა დასაქმების კლებას უკავშირდება, რაც პანდემიური პროცესით არის გამოწვეული.
,,კოვიდ-19-ის გამო ხალხმა მასიურად დაკარგა თუნდაც ის დროებითი დასაქმების შესაძლებლობა, სეზონური სამუშაოები საზღვარგარეთ, სადაც ადრე დასაქმება შეეძლო. ზაფხულის პერიოდში ქართველები აქტიურად მუშაობდნენ თურქეთში, საბერძნეთში, პოლონეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. სეზონურ სამუშაოებზე ლიმიტია დაწესებული, რაც დასაქმებას აფერხებს. აქაც შემცირებულია სამუშაო ადგილები და ხალხი ძალაუნებურად უმუშევართა დიდ არმიას, სოციალურად დაუცველთა რიგს შეუერთდა. ცხადაია, ეს ცუდია, მაგრამ უფრო ცუდია ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობაში ალტერნატიული დასაქმება პრობლემაა. გაჩნდა გარკვეული იმედი, რომ ხალხი სოფელს მიუბრუნდებოდა, მეტ მოსავალს მოიყვანდნენ, აითვისებდნენ აქამდე აუთვისებელი მიწის ნაკვეთებს, მაგრამ არც ასე მოხდა“, - აცხადებს პაატა აროშიძე.
მისი თქმით, სასურველი იყო, მთავრობას მეტი დახმარება გაეწია კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი წარმოებისთვის, რომლის ბაზაც გვექნებოდა.
,,აგრარულ სფეროში დიდი ფული იხარჯება, მაგრამ არ გვაქვს ის ვითარება, რომ ეს რესურსი ეროვნული წარმოების ზრდას მოხმარდეს. მართალია, ტურიზმი სწრაფად აღდგენადი დარგია, მაგრამ ეპიდემიური სიტუაციის გამო ესეც ჭირს. დღეს ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უნდა შემოვბრუნდეთ ეროვნული ეკონომიკისკენ, განვავითაროთ მრეწველობა, სოფლის მეურნეობა ადგილობრივი რესურსების ამოქმედებით, რაც შეამცირებს როგორც იმპორტის მასშტაბს, ასევე საგარეო ვალის მოცულობასაც, გაზრდის დასაქმების დონეს და შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლებიც გაიზრდება“, - ამბობს აროშიძე.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 66 609 ადამიანით გაიზარდა და 2021 წლის ივლისში 622 266 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საარსებო შემწეობას 487 790 ადამიანი იღებდა. ზრდა 27,5%-ია.
გაიზარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ივნისში ასეთი ადამიანების რიცხვი 1 054 567 იყო, ივლისში კი 1 059 422 შეადგინა.
https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi...oqalaqe-gatakia* * *
დღეს ფეხით ვბრუნდებოდი სამსახურიდან და თამარ მეფის ხიდზე გამაჩერა ქალმა, ძალიან გთხოვთო დამეხმარეთო, საჭმლის ფული არ მაქვსო.. არ მაქვს თქო და ჩავუარე, საფულეს აღარ ვატარებ, ტრანსპორტი რომ არ არის, არ მჭირდება ფული..
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa