#58299380 · 28 Aug 2021, 16:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრე თბილისის ავტობუსი დადიოდა 50 თეთრად. მოხერხებული და კომფორტული იყო. ქალაქის ტრანსპორტის გაჩერებასთან ერთად ეს ავტობუსებიც გააჩერეს უტვინოდ. არადა, კოჯორი თბილისიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული. სამარშუტო ტაქსებიც აღარ დადის. მხოლოდ ტაქსები დადიან 20 ლარად. კოჯორში ბობოლა დამსვენებლების გარდა უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელია. მათ შორის უკიდურესად გაჭირვებულიც ბევრია. მაღაზიებში ყველაფერს ცეცხლი უკიდია. ძალიან გაუჭირდა ხალხს. განა არ შეიძლება კოჯორისთვის და მათ დღეში მყოფი სოფლებისთვის ავტობუსების გამოყოფა?
|