http://tribuna.ge/index.php?option=com_con...medium=facebookბიძინა ივანიშვილს მხარდამჭერმა ლექსი მიუძღვნა, რომელშიც ის „ქართული ოცნების“ ლიდერს ღმერთის საჩუქრად მოიხსენიებს.
ვიდეო, რომელშიც აღნიშნულ ლექსს, სავარაუდოდ, თავად ავტორი კითხულობს, სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა. ლექსი "ქართული ოცნების" მხარდამჭერ "ფეისბუქ-ფეიჯზეც" ვრცელდება.
ლექსის ავტორი სოფელ გორისას მკვიდრი სოფო მარგველაშვილია.
„ტრიბუნა“ გთავაზობთ ლექსის სრულ ტექსტს:
„დღეს საქართველოს ისე უჭირს, როგორც არასდროს!..
უფსკრულის პირას დარჩენილა ღვთის ანაბარა,
მეგობრის ნიღბით მას იუდა ისევ ღალატობს,
თუმცა უფალმა სიყვარულით ფეხი დაბანა.
მაგრამ მოხდება მაინც ის, რაც მოსახდენია,
არვის ეგონოს სიკეთის მზემთუ ჩაიძინა,
ღვთისმშობლის წილხვედრს დაცემა ხომ არ უწერია,
მას ეხლა მხსნელად მოუვლინა ღმერთმა ბიძინა.
უფლისგან რჩეულს, ვერაფერი ვერ დაამარცხებს,
დროა, სუყველა გამოფხიზლდეთ, ეს ხმა გაიგოთ!..
ბოროტი ზრახვა მოიშორეთ, ძირს დაანარცხეთ
და მისი მტრობა გულშიაც კი არვინ გაივლოთ!
თორემ?! ო , შერისხულნი ივლით ამ ქვეყნად,
სამშობლოს მტრებს ხომ არასოდეს გაუხარიათ,
ერთმანეთს ხელი შევაშველოთ, ვენთოთ სანთლებად
ჩვენთვის ბიძინა მართლაც ღმერთის საჩუქარია!!!“
ქართველები დარწმუნებული არიან, რომ რა ცოდვაც არ უნდა ჩაიდინონ, შეენდობათ, თუ ეკლესიას ააშენებენ © Jean Chardin
არ არსებობს წამალი, რომელიც იდიოტებს განკურნავს! © კახა ბენდუქიძე